მთავარისიახლეებიმსოფლიოკაია კალასი მასშტაბურ სანქციებს აანონსებს

კაია კალასი მასშტაბურ სანქციებს აანონსებს

Published on

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კიდევ უფრო გამკაცრებისთვის ემზადება. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი აცხადებს, რომ შემოდგომაზე წარადგენს რუსეთის წინააღმდეგ ომის დაწყების შემდეგ ყველაზე მასშტაბურ სანქცირებულ პირთა და ორგანიზაციათა სიას. მისი დამტკიცების შემთხვევაში, სანქცირებული რუსი ფიზიკური პირების, კომპანიებისა და ორგანიზაციების საერთო რაოდენობა დაახლოებით ერთი მესამედით გაიზრდება.

კალასის განცხადებით, უკვე მოქმედმა დასავლურმა სანქციებმა რუსეთის სამხედრო მანქანას ტრილიონ ევროზე მეტი დააკარგვინა. მისი თქმით, მოსკოვზე ეკონომიკური ზეწოლა კიდევ უფრო უნდა გაძლიერდეს და გაგრძელდეს მანამდე, სანამ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს არ დაასრულებს.

ახალი შეზღუდვების კონკრეტული დეტალები და მათი წარდგენის ზუსტი თარიღი კალასს ჯერჯერობით არ დაუსახელებია. ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ბოლო, 21-ე პაკეტი ივლისში დაამტკიცა – შეზღუდვები შეეხო ენერგეტიკულ და ფინანსურ სექტორებს, კრიპტოოპერატორებს, ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის გემებსა და რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსთან დაკავშირებულ პირებსა და კომპანიებს.

სიახლეები

ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა

საქართველოში ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა, ხოლო ლიტრი დიზელი...

აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ექნებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი...

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...