ტრამპი ამერიკაში დაბადებით მოქალაქეობის მიღების წესს ამკაცრებს. მან ხელი მოაწერა ორ აღმასრულებელ განკარგულებას, რომლებიც მიზნად ისახავს დაბადებით მოქალაქეობის მიღების წესის შეზღუდვას | ინფორმაციას Reuters თეთრი სახლის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ცნობით, აშშ-ის მოქმედი კანონმდებლობა პირდაპირ არ კრძალავს „დაბადების ტურიზმს“, თუმცა 2020 წელს, ტრამპის პირველი ვადის დროს მიღებული ფედერალური რეგულაცია კრძალავს ტურისტული და ბიზნეს ვიზების გამოყენებას იმ მიზნით, რომ ახალშობილმა ავტომატურად მიიღოს ამერიკის მოქალაქეობა. მეორე დოკუმენტი მოქალაქეობის უფლებას ართმევს მათ, ვინც მიეკუთვნებიან მტრულ სახელმწიფოებს, ტერორისტულ ორგანიზაციებს, უცხოელი დიპლომატებისა და სახელმწიფო მოხელეების შვილებს. გამოცემა წერს, რომ პირებს, რომლებიც ასეთ სქემებში მონაწილეობენ, შესაძლოა ბრალი წაუყენონ თაღლითობის ან სხვა დანაშაულებისთვის.ტრამპის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ მოქმედ სისტემას ბოროტად იყენებენ, რადგან ზოგიერთი უცხოელი აშშ-ში მხოლოდ იმისთვის ჩადის, რომ ბავშვი გააჩინოს და მას ამერიკის მოქალაქეობა ავტომატურად მიენიჭოს.2025 წელს შეერთებულ შტატებში დაახლოებით 3.6 მილიონი ბავშვი დაიბადა.
სიახლეები
საზოგადოება
EU-ს წარმომადგენლობა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობაზე განცხადებას ავრცელებს
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობაზე განცხადებას ავრცელებს.
განცხადების თანახმად, ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს...
მსოფლიო
აშშ-ის წამყვანი მედიასაშუალებები ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ სასამართლოში იდავებენ
აშშ-ის წამყვანი მედიასაშუალებები - CNN, MS NOW და Politico - დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ...
სიახლეები
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა არმაზ ახვლედიანის პოლიტიკური სკოლის დაფინანსების საკითხის შესწავლა დაიწყო
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ფინანსების გამჭვირვალობის დეპარტამენტში თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის მიმართ მონიტორინგი დაიწყო.
ამის შესახებ...
სიახლეები
აშშ-ის მიერ სანქცირებულმა ირანულმა ავიაკომპანიებმა საქართველოში ფრენები შეწყვიტეს
აშშ-ის მიერ სანქცირებულმა ირანულმა ავიაკომპანიებმა საქართველოში ფრენები შეწყვიტეს. ინფორმაციას რადიო თავისუფლება ავრცელებს და წერს,...