მთავარისიახლეებისაზოგადოებაელისაშვილის 13-წლიანი განაჩენი სააპელაციოში გაასაჩივრეს

ელისაშვილის 13-წლიანი განაჩენი სააპელაციოში გაასაჩივრეს

Published on

ადვოკატებმა ალექსანდრე ელისაშვილის 13-წლიანი განაჩენი სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს. იურისტების თქმით, საქმის ტერორიზმის მცდელობად კვალიფიკაცია პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზეა დაფუძნებული.

„სააპელაციო ინსტანციასა და შემდგომ ინსტანციებში გვაქვს იმედი, რომ არალოგიკური განაჩენი, რომელიც გამოიტანა პირველი ინსტანციის სასამართლომ, გაუქმდება და შეიცვლება. შეუძლებელია ორი ბოთლი ბენზინით იმ აპოკალიფსური შედეგების გამოწვევა, რის გამოც ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, ალექსანდრე ელისაშვილს 13-წლიანი პატიმრობა მიესაჯა.

ეს საქმე ნათელი დასტურია… რომ ალექსანდრე იდევნება ოპოზიციური, პოლიტიკური შეხედულებების გამო, არის პირადი შურისძიების მსხვერპლი, ფაქტობრივად, რუსული განაჩენის აღსრულება ხდება, ელისაშვილის უკრაინის სასარგებლოდ შეიარაღებულ კონფლიქტში მონაწილეობისათვის“, – განაცხადა ელისაშვილის ადვოკატმა არჩილ ჩოფიკაშვილმა.

ალეკო ელისაშვილს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. განაჩენი თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, გიორგი გელაშვილმა გამოაცხადა. პოლიტიკოსს პროკურატურა ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობას ედავებოდა. ამ საქმეზე გამოძიება თავდაპირველად დაწყებული იყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სხვისი ქონების დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს, თუმცა, შემდეგ ტერორისტული აქტის მცდელობის მუხლით შეიცვალა.

ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ აღძრულია კიდევ ორი სისხლის სამართლის საქმე – ერთ-ერთია სასამართლოს არქივის შენობაში ხანძრის გაჩენის საქმე. ამ შემთხვევაში პოლიტიკოსს ტერორისტული აქტის ჩადენას ედავებიან.

ამასთან, ელისაშვილს ბრალად ედება სასამართლოს უპატივცემულობა – ბრალდების მხარის ცნობით, ელისაშვილმა ერთ-ერთ სასამართლო სხდომაზე პოლიციელს „არაკაცი“ უწოდა. საუბარია შოთა ჭიპაშვილზე, რომელსაც ალეკო ელისაშვილი წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში ადანაშაულებს.

სიახლეები

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 4 სკოლა სასწავლო პროცესს მეორე ცვლაში, სხვა სკოლებში აგრძელებს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის  რამდენიმე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა და  მათი გადაყვანა მოხდა უახლოეს ტერიტორიაზე...

რომ არ ყოფილიყო ნია იმნაძე, არ მოხდებოდა დანაშაული და გიგა ავალიანი ცოცხალი იქნებოდა – პროკურორი

საქმეში უდავო გარემოებაა, რომ ნია იმნაძემ რეალურად შეატყობინა თავის შეყვარებულს, ალექსანდრე გაბაშვილს, მასწავლებლის მხრიდან,...

„ხალხის ძალას” ივანიშვილის ახლო წრე აფინანსებს – TI

„ხალხის ძალას“ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ახლო წრე აფინანსებს - ინფორმაციას „საერთაშორისო...

ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაში მონაწილეობის მისაღებად ნიუ-იორკში ჩავიდა. პრეზიდენტის თქმით, ნიუ-იორკში სულ...