მთავარისიახლეებისამხედრო თემაკოჯრის სამხედრო ნაწილში შეიარაღებული დაპირიპირება მოხდა. დაშავებულია 4 ჯარიკაცი

კოჯრის სამხედრო ნაწილში შეიარაღებული დაპირიპირება მოხდა. დაშავებულია 4 ჯარიკაცი

Published on

გუშინ ღამით კოჯრის სამხედრო ნაწილში სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეებს შორის დაპირისპირება მოხდა, რის შედეგადაც ოთხი ჯარისკაცი სამხედრო სამედიცინო ჰოსპიტალშია გადაყვანილი, – განცხადებას ამის შესახებ  თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. 
 
 დაპირისპირების დროს დაშავებულ ერთ სამხედრო მოსამსახურეს, რომელიც ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს, ოპერაცია ჩაუტარდა,როგორც ექიმები აღნიშნავენ, , პაციენტს მუცლის არეში შემავალი ჭრილობა სავარაუდოდ ცივი იარაღით ჰქონდა მიყენებული. საბედნიეროდ,  მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
 
მასთან ერთად, ინგოროყვას კლინიკაში კიდევ ორი სამხედრო მოსამსახურე შეიყვანეს, რომლებსაც ნაკლებად მძიმე დაზიანებები აღენიშნებოდათ. როგორც ჰოსპიტალის ექიმმა უჩა ცუხიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ორივე პაციენტს ჩაუტარდა ზედაპირული დათვალიერება და ისინი გორის სამხედრო ჰოსპიტალში გააგრძელებენ მკურნალობას.
 
რაც შეეხება კიდევ ერთ დაშავებულ სამხედროს, ის „ამტელ ჰოსპიტალშია“ გადაყვანილი. , დაზარალებულ სამხედრო მოსამსახურეს სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები არ აღენიშნება. 
 
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე სამხედრო პოლიციას საქმე აქვს აღძრული და გამოძიებაა დაწყებული.
 
 
 
 
 

სიახლეები

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 4 სკოლა სასწავლო პროცესს მეორე ცვლაში, სხვა სკოლებში აგრძელებს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის  რამდენიმე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა და  მათი გადაყვანა მოხდა უახლოეს ტერიტორიაზე...

რომ არ ყოფილიყო ნია იმნაძე, არ მოხდებოდა დანაშაული და გიგა ავალიანი ცოცხალი იქნებოდა – პროკურორი

საქმეში უდავო გარემოებაა, რომ ნია იმნაძემ რეალურად შეატყობინა თავის შეყვარებულს, ალექსანდრე გაბაშვილს, მასწავლებლის მხრიდან,...

„ხალხის ძალას” ივანიშვილის ახლო წრე აფინანსებს – TI

„ხალხის ძალას“ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ახლო წრე აფინანსებს - ინფორმაციას „საერთაშორისო...

ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაში მონაწილეობის მისაღებად ნიუ-იორკში ჩავიდა. პრეზიდენტის თქმით, ნიუ-იორკში სულ...