მთავარისიახლეებიდრონების დარტყმის შემდეგ ლენინგრადისა და მოსკოვის ოლქებში Wildberries-ის საწყობები იწვის

დრონების დარტყმის შემდეგ ლენინგრადისა და მოსკოვის ოლქებში Wildberries-ის საწყობები იწვის

Published on

რუსეთის რამდენიმე რეგიონში 4 აგვისტოს ღამით დრონების შეტევის შედეგად Wildberries-ის ლოგისტიკურ ობიექტებსა და სასაწყობე ზონებში ხანძარი გაჩნდა. რუსეთის ხელისუფლების ცნობით, მოსკოვის ოლქში შეტევის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა, მოგვიანებით კი ცნობილი გახდა, რომ დაშავდა 10 ადამიანი.

ლენინგრადის ოლქის გუბერნატორის, ალექსანდრ დროზდენკოს განცხადებით, რეგიონის ტერიტორიაზე 17 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. მისი თქმით, დაზიანდა სასაწყობე ზონა კრასნი ბორში.

რუსული ტელეგრამ არხი ASTRA-ს ცნობით, კვამლი იმ ტერიტორიიდან ადიოდა, სადაც Wildberries-ისა და რუსული სავაჭრო ქსელ “ლენტას” საწყობებია განთავსებული. გამოცემა აღნიშნავს, რომ გავრცელებული ვიდეომასალებით ამ ეტაპზე შეუძლებელია ზუსტად დადგინდეს, რომელი კომპლექსი დაზიანდა.

მოგვიანებით Wildberries-ის პრესსამსახურმა დაადასტურა, რომ კრასნი ბორში მდებარე კომპანიის ლოგისტიკურ ობიექტს დრონები დაესხა თავს. კომპანიის განცხადებით, საწყობში ხანძარი გაჩნდა, თუმცა ობიექტიდან თანამშრომლების წინასწარი ევაკუაცია გამოაცხადეს და არავინ დაშავებულა.

დრონებმა ასევე იერიში მიიტანეს მოსკოვის ოლქის ჩეხოვის მუნიციპალიტეტში, ნოვოსელკის სამრეწველო ზონაში.

მოსკოვის ოლქის გუბერნატორის, ანდრეი ვორობიოვის განცხადებით, დრონის მოხვედრის შედეგად რამდენიმე ხანძარი გაჩნდა, მათ შორის ერთ-ერთი საწყობში. ასევე დაზიანდა ელექტროსადგური და ადმინისტრაციული შენობა. მისივე მტკიცებით, შეტევის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა, მოგვიანებით კი დააზუსტა, რომ დაშავებულთა რაოდენობა 10-მდე გაიზარდა. მისი თქმით, 7 დაშავებულის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, ერთი კი მძიმედ არის დაშავებული.

ASTRA და უკრაინული Telegram არხი Exilenova+ თვითმხილველებზე დაყრდნობით იუწყებიან, რომ ჩეხოვში თავდასხმის სამიზნე Wildberries-ის სასაწყობე კომპლექსი იყო. ოფიციალურად რუსულ ხელისუფლებას საწყობის მფლობელი არ დაუსახელებია.

ვორობიოვის თქმით, დრონების შეტევა მოსკოვის ოლქზე დილითაც გაგრძელდა. ჩეხოვის გარდა, სოფელ სოლნიშკოვოში დრონის ნამსხვრევებმა კერძო სახლი და ავტომობილი დააზიანა.

ამასთან, ტვერის ოლქის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლის, ვიტალი კოროლიოვის განცხადებით, უპილოტო საფრენი აპარატის ნამსხვრევმა კალინინის რაიონის დასახლებულ პუნქტ ემაუსში Wildberries-ის საწყობის კედელი დააზიანა. მისი თქმით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

სიახლეები

2024 წელს სამტრედიაში მელიაზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება განახლდა

თითქმის ორი წლის შემდეგ, გამოძიება განახლდა კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთ ლიდერზე ნიკა მელიაზე სამტრედიაში 2024...

ვოლოდიმირ ზელენსკიმ შვიდ ქვეყანაში ელჩები თანამდებობებიდან გაათავისუფლა

საკადრო ცვლილებები უკრაინის დიპლომატიურ სამსახურში - ვოლოდიმირ ზელენსკიმ შვიდ ქვეყანაში ელჩები თანამდებობებიდან გაათავისუფლა, ხოლო...

უცხო ქვეყნის 55 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 55 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო...

ქრთამის აღების ბრალდებით ბათუმის მერიის თანამშრომელი დააკავეს

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, გატარებული საგამოძიებო და ოპერატიული მოქმედებების შედეგად, დიდი...