მთავარისიახლეებირეგიონებისანიაღვრე სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის თანხა გამოიყო და სამუშაოებიც ჩატარდა თუმცა უშედეგოდ -...

სანიაღვრე სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის თანხა გამოიყო და სამუშაოებიც ჩატარდა თუმცა უშედეგოდ – წუხანდელი ძლიერი წვიმისქალაქის ქუჩები დატბორა

Published on

სტიქია ფოთში-ძლიერი წვიმის შედეგად მოვარდნილმა წყალმა ქალაქის რამდენიმე ქუჩა დატბორა.
 
წყალმა საცხოვრებელი სახლების ეზოები დაფარა და პირველ სართულებზე შეაღწია. ადგილობრივები ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებენ და ზარალის ანაზღაურებას ითხოვენ. განსაკუთრებით მძიმე ვითარებაა დანელიას ქუჩაზე, სადაც ყვებიან, რომ ეს პრობლემა ყოველი წვიმის დროს არსებობს რადგან სანიაღვრე სისტემა მოუწესრიგებელია.
 
„სულ დალპა ყველაფერი. ეს პირველი შემთხვევა არ არის. ეს არის სულ  რამდენიც წვიმა მოვა. ასეთი დღე გვაქვს ჩვენ სულ. ეს მთავრობა წასულია ხელიდან, ეს მთავრობა არაფრის გამკეთებელი არ არის,“-განაცხადა ერთ-ერთმა დაზარალებულმა მზია ხაზალიამ.
 
მოსახლეობა ამბობს,  რომ სანიაღვრე სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის თანხა გამოიყო და სამუშაოებიც ჩატარდა თუმცა უშედეგოდ.
 
ფოთის მუნიციპალიტეტში კი  განმარტავენ, რომ ძლიერმა სტიქიამ ელექტრო ენერგიის მიწოდება შეაფერხა, რის გამოც გაითიშა სატუმბი სადგურები, რომელმაც უხვი ნალექი ვერ გაატარა.
 
„უხვი ნალექი დაფიქსირდა ქალაქში, დაფიქსირდა ჭექა-ქუხილი რასაც მოჰყვა ელექტრო ენერგიის გათიშვა. ამას  მოჰყვა სატუმბი საშუალებების გაჩერება რამაც გამოიწვია ძირითადად ქალაქში ქუჩების დატბორვა. ამჟამად მიმდინარეობს ზარალის დადგენა,“-განაცხადა ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის და მშენებლობის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა თემურ დუნდუამ. 

სიახლეები

პოლონეთის პრემიერი აცხადებს, რომ რუსულმა რაკეტამ პოლონეთის საჰაერო სივრცე დაარღვია

პოლონეთის ხელისუფლების ინფორმაციით, რუსულმა რაკეტამ მათი საჰაერო სივრცე დაარღვია - რაკეტა ხუთშაბათს გამთენიისას პოლონეთის...

ჩხოროწყუში არასრულწლოვანი დაჭრეს

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ხანწკში არასრულწლოვანი დაჭრეს.როგორც ადგილობრივები ამბობენ, გუშინ დღის პირველ ნახევარში მომხდარ შემთხვევას...

საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო სექტემბერში გაუქმდება

საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო სექტემბრიდან ფუნქციონირებას შეწყვეტს. ამის შესახებ "ოცნების" პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გამართულ...

სხვადასხვა ნივთში დამალული ოქრო გადმოჰქონდა – საგამოძიებომ სარფში 1 პირი დააკავა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტთან ერთად, საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან კოორდინაციით...