მთავარისიახლეებისაზოგადოებაკოჯრის სამხედრო ნაწილში დაპირისპირების შედეგად 4 ჯარისკაცი საავადმყოფოშია გადაყვანილი

კოჯრის სამხედრო ნაწილში დაპირისპირების შედეგად 4 ჯარისკაცი საავადმყოფოშია გადაყვანილი

Published on

კოჯრის სამხედრო ნაწილში სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეებს შორის დაპირისპირება მოხდა, რის შედეგადაც ოთხი ჯარისკაცი სამხედრო სამედიცინო ჰოსპიტალშია გადაყვანილი.როგორც უწყებაში აღნიშნეს, მომხდარზე სამხედრო პოლიციას საქმე აქვს აღძრული და გამოძიებაა დაწყებული. სამინისტროს ინფორმაციით, დაზარალებულ სამხედრო მოსამსახურეს სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები არ აღენიშნება. 
 
„მოხდა დაპირისპირება სავალდებულო სამხედრო მოსამსახურებს შორის. მომხდარზე სამხედრო პოლიციას დაწყებული აქვს გამოძიება. ოთხი დაზარალებული გადაყვანილია სამხედრო სამედიცინო ჰოსპიტალში, სადაც უტარდებათ გადაუდებელი სამედიცინო დახმარება. მათ სიცოცხლეს არ ემუქრება საფრთხე, რადგან მიყენებული აქვთ მსუბუქი დაზიანებები“, – განაცხადეს პრესსამსახურში.
 
არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთი სამხედრო მოსამსახურე ცივი იარაღით არის დაჭრილი. შემთხვევა დღეს მოხდა.

სიახლეები

საარსებო შემწეობა ერთ თვეში 23 241 ადამიანს შეუწყდა

საარსებო შემწეობა ერთ თვეში 23 241 ადამიანს შეუწყდა - სოციალური დახმარების მიმღებთა განახლებული მონაცემები...

ზურა ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს

„გირჩი — მეტი თავისუფლება“-ს ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე, რომელიც ბრიუსელში მიემგზავრებოდა, თურქეთის აეროპორტში დააკავეს. ამის შესახებ...

ბოლო 3 თვეში საქართველოში ბენზინის ფასი 66 თეთრამდე, დიზელის ფასი კი 1.15 ლარამდე გაიზარდა

ბოლო 3 თვეში საქართველოში ბენზინის ფასი 66 თეთრამდე, დიზელის ფასი კი 1.15 ლარამდე გაიზარდა ...

პარტიების აკრძალვის დავალება დაიწერა კრემლში – ანა წითლიძე

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი ანა წითლიძე ოპოზიციური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოში სხდომების ჩანიშვნას...