მთავარისიახლეებისაზოგადოებაქვეყანაში შრომა სიცოცხლისთვის საშიში გახდა

ქვეყანაში შრომა სიცოცხლისთვის საშიში გახდა

Published on

გუშინ საღამოს ქუთაისში, ნინოშვილის ბაღთან, კორპუსის სამშენებლო სამუშაოების დროს ამწე, რომელიც მუშები ისხდნენ გატყდა, ჩამოვარდა და იქვე მდგომ მანქანას დაეცა. მანქანაში ასევე იმყოფებოდნენ მგზავრები. შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა, ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. არსებული ინფორმაციით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 240–ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს. 
შემთხვევა გუშინ,  მოხდა.
შრომის უსაფრთხოების ნორმების იგნორირების ფაქტებს თავად   ადამიანების შეცდომები თუ დაუდევრობაც ერთვის. 

დღეს ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხოდაშენში ახალგაზრდა მამაკაცს ხე დაეცა. შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც მამაკაცი ტყეში ხის მოჭრას ცდილობდა. 35 წლამდე მამაკაცმა დაზიანებები ქვედა კიდურებზე მიიღო.
ადგილზე სამაშველო ჯგუფები, სასწრაფო და პოლიციაა მობილიზებული.
 

სიახლეები

ენგურის ხიდზე რიგითი მოქალაქეებისთვის საწვავის გადატანაზე შეზღუდვა მოქმედებს

მაშინ, როცა „ქართული ოცნება“ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანას ჰუმანიტარული მოტივითა და დეფიციტის აღმოფხვრის საჭიროებით...

თამარ ბაჩალიშვილის მამა საქმის ჩაფარცხვის 3 მაღალჩინოსანს ასახელებს

ვინ ჩაფარცხა თამარ ბაჩალიშვილის საქმე - გარდაცვლილი გოგოს მამა "ოცნების" 3 მაღალჩინოსნის გვარს ასახელებს....

ვინც დაპოსტა, რომელი ქვეყნიდან, მისი IP გარკვეული მაქვს – ტარიელ კაკაბაძე

"დედა, ცოცხალი ვარო, ვინც დაპოსტა, რომელი ქვეყნიდან, მისი IP გარკვეული მაქვს, პირდაპირ გეუბნებით. არ...

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. კერძოდ, დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით,...