მთავარისიახლეებიპოლიტიკამოლდოვამ ახალი მთავრობა დაამტკიცა

მოლდოვამ ახალი მთავრობა დაამტკიცა

Published on

მოლდოვის პარლამენტმა ბიზნესმენ ვასილე ტოფანის ხელმძღვანელობით ახალი მთავრობა დაამტკიცა, მას შემდეგ, რაც პრემიერმინისტრობის კანდიდატმა თავისი მინისტრთა კაბინეტის პროგრამა წარადგინა და პირობა დადო, რომ აღადგენდა ქვეყნის ეკონომიკას და მოლდოვის ევროპულ კურსს შეინარჩუნებდა.

პრემიერმინისტრად პრეზიდენტ მაია სანდუს მიერ წარდგენილ ტოფანის კანდიდატურას მხარი მოლდოვის პარლამენტის 53-მა დეპუტატმა დაუჭირა. ოპოზიციურმა პარტიებმა კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავეს.

ტოფანის თქმით, მისი მთავრობის მიზანი იქნება, რომ 2028 წლის ბოლომდე ხელი მოაწეროს მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ შეთანხმებას, წევრობისთვის კი ქვეყანა 2030 წელს მოამზადოს.

ტოფანის განცხადებით, მისი მთავრობის მიზანია მინიმუმ 10 სახელმწიფო კომპანიის პრივატიზაცია, ტექნოლოგიებსა და ხელოვნურ ინტელექტში ინვესტიციების სტიმულირება, მაღალი დამატებითი ღირებულების მქონე პროდუქციის ექსპორტის გაზრდა და ჩრდილოვანი ეკონომიკის შემცირება.

ცნობისთვის, მოლდოვის ყოფილმა პრემიერმინისტრმა ალექსანდრუ მუნტეანუმ თანამდებობის დატოვების შესახებ 2026 წლის 3 ივლისს განაცხადა, რამაც მთავრობის გადადგომაც გამოიწვია.

სიახლეები

19-20 სექტემბერს ზუგდიდის თანამედროვე ხელოვნების ფესტივალი „F5“ გაიმართება

19-20 სექტემბერს ზუგდიდის თანამედროვე ხელოვნების ფესტივალი „F5“ გაიმართება. მასში ქართველი პოეტები, მწერლები, რეჟისორები, კინომცოდნეები...

საქართველოში ბოლო ერთ კვირაში საწვავი 10 თეთრამდე , დიზელი 16 თეთრამდე გაძვირდა

საქართველოში ბოლო ერთ კვირაში საწვავი 10 თეთრამდე , დიზელი 16 თეთრამდე გაძვირდა - ინფორმაციას...

რეალური ტელეფონის ნაცვლად თაბაშირისგან დამზადებული ტელეფონებს ალომბარდებდა – დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, არაერთგზის ჩადენილი თაღლითობის, თაღლითობის...

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების „ლინდსი გრემის კანონპროექტი“ მიიღო

ისტორიული გადაწყვეტილება მიღებულია - შეერთებულ შტატებში რუსეთის წინაააღმდეგ, ახალი, ყველაზე მძიმე სანქციების შემოღებას დაუჭირეს...