მთავარისიახლეებიდღეს საქართველოში მინიმუმ 91 პოლიტპატიმარია-TI-მ სია გამოაქვეყნა

დღეს საქართველოში მინიმუმ 91 პოლიტპატიმარია-TI-მ სია გამოაქვეყნა

Published on

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ აცხადებს, რომ ქვეყანაში პოლიტპატიმრების განახლებული სია გამოაქვეყნა. ორგანიზაციის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში 90 პოლიტპატიმარია. ამის შესახებ სანდრო ბარამიძემ საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა.

მისი განმარტებით, სია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ განსაზღვრულ კრიტერიუმებს ეფუძნება, ხოლო უმრავლესობა ერთზე მეტ, ზოგიერთ შემთხვევაში კი ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს.

დღეს ჩვენ, “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” გამოვაქვეყნეთ პოლიტპატიმრების სია. მათი რაოდენობა ამ დროისათვის შეადგენს 90-ს. მეტი იყო, მაგრამ მოგეხსენებათ, გარკვეულ გარკვეულ მათგანთან გაფორმდა საპროცესო შეთანხმება, დღეს მათი რაოდენობა არის 90.

ეს არ გახლავთ უბრალოდ ჩამონათვალი იმ პირების, როლებიც მიჩნეულნი არიან პოლიტიკურ პატიმრებად. არსებობს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია, რომელიც განსაზღვრავს პოლიტპატიმრის არსს და ადგენს გარკვეულ კრიტერიუმებს. ხუთია ასეთი კრიტერიუმი, რომელთაგან თუ ერთი მაინც არის დაკმაყოფილებული, პირი შეიძლება მიჩნეულ იქნას პოლიტიკურ პატიმრად.

ამ 90 ადამიანიდან აბსოლუტური უმრავლესობა აკმაყოფილებს ერთზე მეტ კრიტერიუმს, რომლის მიხედვითაც შეიძლება იყოს განსაზღვრული ის, რომ ეს პირი არის პოლიტიკური პატიმარი. ბევრი მათგანი ასევე აკმაყოფილებს ხუთივე კრიტერიუმს. ეს კრიტერიუმებია, როდესაც დარღვეულია ადამიანის ძირითადი, ფუნდამენტური უფლებები, ისეთები, როგორიც არის გამოხატვის თავისუფლება, შეკრების და გაერთიანების თავისუფლება და სხვა. როდესაც პირს არ ჩაუდენია დანაშაული და მისი დაკავება და პატიმრობაში ყოფნა არის წმინდა პოლიტიკური მოტივებით განპირობებული, როდესაც სასჯელი არის აშკარად არაპოპორციული, როდესაც დევნა პირის არის დისკრიმინაციული და როდესაც სამართლიანი სასამართლოს ელემენტარული უფლებები არის დარღვეული.

როგორც მოგახსენებთ, ბევრი მათგანი აკმაყოფილებს ხუთივე კრიტერიუმს. მაგალითად: მზია ამაღლობელი, ელენე ხოშტარია, სხვები, მაგრამ დანარჩენებიც აკმაყოფიელებენ ერთზე მეტ კრიტერიუმებს და ეს არის დიდი შავი ლაქა საქართველოს ისტორიაში, როდესაც ამდენი პოლიტპატიმარი გვყავს ქვეყანაში, – განაცხადა სანდრო ბარამიძემ.

სიახლეები

შავ ზღვაში 4 ინდოელი მეზღვაურის სიკვდილის გამო ინდოეთმა რუსი დიპლომატი დაიბარა

ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთში საქმეთა დროებითი რწმუნებული ვლადიმირ ლადანოვი დაიბარა და შავ ზღვაში...

საერთაშორისო სავალუტო ფონდი უკრაინას უახლოეს დღეებში 690 მილიონ დოლარს გამოუყოფს

საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ უკრაინის ახალი გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის (EFF) პროგრამის პირველი...

ამოღებულია 331 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“ – დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად განსაკუთრებით დიდი ოდენობით...

გიორგი ჭიღლაძეს 5 000-ლარიანი გირაო შეეფარდა და დარბაზიდან გათავისუფლდა

18 ივლისს თელავში ქორწილში მომხდარი ინციდენტის ფაქტზე დაკავებული გიორგი ჭიღლაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 5...