მთავარისიახლეებიმსოფლიოუკრაინამ წუხელ რუსეთი დაბომბა

უკრაინამ წუხელ რუსეთი დაბომბა

Published on

“კრიმსტოპი: ჩრდილოვანი ფლოტის 7 ხომალდი, 7 ქვესადგური ყირიმსა და დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რუსეთის ფედერაციაში ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის 6 ერთეული და 2 ჯოჯოხეთურად ველური კენკრა 2.0. 20 ივლისის ღამე – დარტყმების დარიგების დროა.
უპილოტო სისტემების ძალების ოპერაცია „მოლოჩკა“: ღამის განმავლობაში მოინადირეს რუსეთის ფედერაციის 7 ხომალდი – 3 ტანკერი და 4 მშრალი ტვირთის გემი შავ და აზოვის ზღვებში.
უსძ-ის ოპერაცია „ყირიმის ჩამრთველი off“: დამუშავებულია 7 ენერგოკვანძი/ელექტროქვესადგური იალტაში, მორსკოეში, პრივიტნოეში, ლუჩისტოეში და სხვაგან. უსძ-ის ოპერაცია „ჰსთ-ცვენა“: განადგურებულია ჰსთ-ის 6 ელემენტი ეისკში, პრიმორსკო-ახტარსკსა და კამიშევატსკაიაში, ყველა მათგანი რუსეთის ფედერაციაში: ზენიტურ-სარაკეტო კომპლექსი „Тор-М2“, რადიოლოკაციური სადგურის კომპლექსი „Небо-СВ“ – 2 ერთეული, „Небо-У“, „Каста 2Е2“, „Гамма С1М“.
01-20 ივლისის პერიოდში ყირიმში უსძ-ის ცალკეული ოპერაციების საერთო ანგარიში:
• „მოლოჩკა“ – ჩრდილოვანი ფლოტის 183 ერთეული (119 – აზოვის, 64 – შავი ზღვა).
• „ყირიმის ჩამრთველი off“: 103 ენერგოკვანძი.
• „ჰსთ-ცვენა“: ჰსთ-ის 25 ელემენტი (12 ზსკ-ის ერთეული, 12 სარადარო კომპლექსი, 1 რადიოელექტრონული ბრძოლის კომპლექსი).
ქერჩის საბორნე გადასასვლელი: შესაძლებლობების – 75%. ხუთი ბორნიდან სამი განადგურებულია, ორმა დაკარგა თვითმავალი უნარი და ბარჟის რეჟიმში დაცურავს, რომლებსაც ბუქსირებით ათრევენ. ჯერჯერობით. მუშაობდნენ 414-ე, 413-ე, 412-ე, 427-ე, 20-ე ბრიგადებისა და უსძ-ის 1-ლი ცენტრის „ჩიტები“ (დრონები). ოკუპანტის სამხედრო, ენერგეტიკული და ლოჯისტიკური შესაძლებლობების უმოწყალო განადგურება ყირიმში უსძ-ის „ჩიტების“ მიერ უვადოდ გაგრძელდება. ჩვენ გავუძლებთ. მოსკოვი დაეცემა. ყირიმს გამოვკვებავთ და აღვადგენთ” – წერს უკრაინის უპილოტო ძალების მეთაური, რობერტ “მადიარ” ბროვდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

შავ ზღვაში 4 ინდოელი მეზღვაურის სიკვდილის გამო ინდოეთმა რუსი დიპლომატი დაიბარა

ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთში საქმეთა დროებითი რწმუნებული ვლადიმირ ლადანოვი დაიბარა და შავ ზღვაში...

საერთაშორისო სავალუტო ფონდი უკრაინას უახლოეს დღეებში 690 მილიონ დოლარს გამოუყოფს

საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ უკრაინის ახალი გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის (EFF) პროგრამის პირველი...

ამოღებულია 331 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“ – დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად განსაკუთრებით დიდი ოდენობით...

დღეს საქართველოში მინიმუმ 91 პოლიტპატიმარია-TI-მ სია გამოაქვეყნა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ აცხადებს, რომ ქვეყანაში პოლიტპატიმრების განახლებული სია გამოაქვეყნა. ორგანიზაციის ინფორმაციით, ამ...