მთავარისიახლეებიმსოფლიოაშშ გაცვლითი პროგრამების მონაწილეებისთვისა და უცხოელი ჟურნალისტებისთვის უვადო სტატუსს აუქმებს

აშშ გაცვლითი პროგრამების მონაწილეებისთვისა და უცხოელი ჟურნალისტებისთვის უვადო სტატუსს აუქმებს

Published on

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების დეპარტამენტმა საბოლოო რეგულაცია გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც საერთაშორისო სტუდენტებისთვის, გაცვლითი პროგრამების მონაწილეებისთვისა და უცხოელი ჟურნალისტებისთვის უვადო სტატუსის სისტემა უქმდება და მის ნაცვლად ქვეყანაში ყოფნის ფიქსირებული ვადები წესდება.
ახალი წესებით, სტუდენტებისა და გაცვლითი პროგრამების მონაწილეების ვიზების მაქსიმალური ვადა 4 წელი იქნება, ხოლო უცხოელი ჟურნალისტებისთვის – 240 დღე. ჩინეთის მოქალაქე ჟურნალისტებისთვის ეს ვადა 90 დღით განისაზღვრება. ვადის გაგრძელება შესაძლებელი იქნება შესაბამისი განაცხადის საფუძველზე.ასევე, სტუდენტებს შესაბამისი ნებართვის გარეშე ეკრძალებათ სასწავლო პროგრამის მიზნის შეცვლა ან სხვა სასწავლებელში გადასვლა, ხოლო სწავლის დასრულების შემდეგ აშშ-ის დასატოვებელი ვადა 60-დან 30 დღემდე მცირდება. რეგულაცია ფედერალურ რეესტრში გამოქვეყნებიდან 60 დღეში ამოქმედდება და კონგრესის განხილვასაც დაექვემდებარება.
ეროვნული უსაფრთხოების დეპარტამენტის განცხადებით, გადაწყვეტილება ვიზიტორთა რაოდენობის ზრდამ და მათი მონიტორინგის გართულებამ განაპირობა. უწყების მონაცემებით, 2024 წელს აშშ-ში 1.8 მილიონზე მეტი სტუდენტური ვიზით შესვლა დაფიქსირდა, რაც წინა წელთან შედარებით 11%-ით მეტია.

სიახლეები

რუსებმა ოდესას სარაკეტო დარტყმები მიაყენეს

რუსებმა ოდესას სარაკეტო დარტყმები მიაყენეს . ქალაქის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის, სერგეი კრასილენკოს თქმით,...

რუსეთი საწვავს ინდური კომპანიებისგან ითხოვს

უკრაინული დარტყმების შედეგად რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი სიმძლავრეების მნიშვნელოვანი ნაწილის მწყობრიდან გამოყვანის შემდეგ, რუსეთის უმსხვილესმა ენერგეტიკულმა...

ვაკის პარკში შადრევნის საქმეზე დაკავებული ლაშა ფურცხვანიძე ციხიდან ვადაზე ადრე გათავისუფლდა

ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე მსჯავრდებული, „გრინსერვისი+“-ის ყოფილი დირექტორი ლაშა ფურცხვანიძე საპატიმროდან ვადაზე ადრე...

რუსეთმა კიევს დრონებით შეუტია დაიღუპა 2 ადამიანი 5 კი დაშავდა

რუსეთის ძალებმა 16 ივლისის ღამით კიევს დრონებით შეუტიეს. უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით,...