მთავარისიახლეებიუკრაინული დრონების თავდასხმის შემდეგ, რუსეთში ერთ-ერთმა უდიდესმა ნავთობქიმიურმა კომპლექსმა მუშაობა შეწყვიტა

უკრაინული დრონების თავდასხმის შემდეგ, რუსეთში ერთ-ერთმა უდიდესმა ნავთობქიმიურმა კომპლექსმა მუშაობა შეწყვიტა

Published on

უკრაინული დრონების თავდასხმის შემდეგ, რუსეთში ერთ-ერთმა უდიდესმა ნავთობქიმიურმა კომპლექსმა – Салават-მა მუშაობა შეწყვიტა.

დრონების თავდასხმის შედეგად ქარხნის ორივე პირველადი გადამამუშავებელი ბლოკი დაზიანდა და გაითიშა. ესენია CDU-6, (დღეში 17,140 ტონა სიმძლავრით) და CDU-4, რომელსაც დღეში 11,430 ტონა ნავთობისა და გაზის კონდენსატის დამუშავება შეუძლია.

ასევე დაზიანდა მეორადი გადამამუშავებელი ზოგიერთი ბლოკი და სხვა აღჭურვილობა. წყაროების ვარაუდით, შეკეთებას შესაძლოა რამდენიმე კვირა ან თვეც კი დასჭირდეს.

ადგილობრივმა გუბერნატორმა დაადასტურა თავდასხმა, მაგრამ განაცხადა, რომ ქარხანა, სავარაუდოდ, რამდენიმე დღეში ნორმალურ წარმოების დონეს დაუბრუნდება.

2024 წელს სალავატმა გადაამუშავა 7.2 მილიონი ტონა ნავთობი, ანუ რუსეთის ნავთობგადამუშავების მთლიანი მოცულობის დაახლოებით 2.7%. ქარხანამ აწარმოა 2.5 მილიონი ტონა დიზელის საწვავი, 1.5 მილიონი ტონა ბენზინი და 700,000 ტონა მაზუთი.

კომპლექსი ასევე აწარმოებს თხევად აირებს, პოლიეთილენს, პოლისტიროლს, ამიაკს და სხვა ნავთობქიმიურ პროდუქტებს.

სიახლეები

19-20 სექტემბერს ზუგდიდის თანამედროვე ხელოვნების ფესტივალი „F5“ გაიმართება

19-20 სექტემბერს ზუგდიდის თანამედროვე ხელოვნების ფესტივალი „F5“ გაიმართება. მასში ქართველი პოეტები, მწერლები, რეჟისორები, კინომცოდნეები...

საქართველოში ბოლო ერთ კვირაში საწვავი 10 თეთრამდე , დიზელი 16 თეთრამდე გაძვირდა

საქართველოში ბოლო ერთ კვირაში საწვავი 10 თეთრამდე , დიზელი 16 თეთრამდე გაძვირდა - ინფორმაციას...

რეალური ტელეფონის ნაცვლად თაბაშირისგან დამზადებული ტელეფონებს ალომბარდებდა – დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, არაერთგზის ჩადენილი თაღლითობის, თაღლითობის...

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების „ლინდსი გრემის კანონპროექტი“ მიიღო

ისტორიული გადაწყვეტილება მიღებულია - შეერთებულ შტატებში რუსეთის წინაააღმდეგ, ახალი, ყველაზე მძიმე სანქციების შემოღებას დაუჭირეს...