უკრაინის საკითხებში ტრამპის ყოფილი სპეციალური წარმომადგენლის, კიტ კელოგის ქალიშვილი მეგან მობსი 71 წლის სენატორის, ლინდსი გრემის, გარდაცვალების გარემოებების სრულ გამოძიებას მოითხოვს. მისი განცხადებით, ოფიციალური განმარტება – „გულის გაჩერება“კითხვებს არ პასუხობს.
„გულის გაჩერება“ არ არის ადეკვატური პასუხი. ეს მხოლოდ გვიყვება, როგორ დასრულდა მისი სიცოცხლე, მაგრამ არ გვპასუხობს კითხვაზე, რატომ გაუჩერდა გული“, – განაცხადა მობსმა.
მისი მოთხოვნით, უნდა ჩატარდეს სრული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა, ტოქსიკოლოგიური და ჰისტოლოგიური კვლევები, ასევე საქმეში აშშ-ის კონტრდაზვერვა უნდა ჩაერთოს.
მობსმა აღნიშნა, რომ გრემი შესაძლოა ბუნებრივი მიზეზებითაც გარდაცვლილიყო, თუმცა, მისი თქმით, მაქსიმალური გამჭვირვალობა აუცილებელია.