მთავარისიახლეებისაზოგადოებაარ გაჩერდება ეს რეზოლუციები ხან ეუთოსი, ხან ევროკავშირის ან ამერიკის შეფასებებიც იგივე...

არ გაჩერდება ეს რეზოლუციები ხან ეუთოსი, ხან ევროკავშირის ან ამერიკის შეფასებებიც იგივე იქნება-სალომე ზურაბიშვილი

Published on

სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ პარტნიორების მხრიდან რეზოლუციელები არ აჩერდება – როგორც საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა ფბ-ლაივში განაცხადა, მოკავშირეები კარგად ხედავენ “თუ რა რეპრესიულ პოლიტიკას” ატარებს “ოცნება” საზოგადოების ყველა სეგმენტის მიმართ და ეს ყურადღების მიღმა არ რჩებათ.

ზურაბიშვილის თქმით, ხელისუფლება ამბობს, რომ პარტნიორებთან ურთიერთობის დალაგება სურს, თუმცა ამისთვის არცერთ რეკომენდაციას არ ასრულებს.

ჩვენი მოკავშირეებისა და პარტნიორების მხრიდან ეს რეზოლუციები და შეფასებები არ იცვლება; მალე თითქმის ორი წელი შესრულდება და მათი პოზიცია მხოლოდ და მხოლოდ მძიმდება. ეს იმიტომ, რომ ხელისუფლება დღითიდღე იღებს იმგვარ რეპრესიულ ზომებს, რომლებიც საზოგადოების ყველა სეგმენტს ეხება. ეს ყველაფერი კი შეუმჩნეველი და ყურადღების მიღმა ვერ დარჩება ჩვენი ვერცერთი პარტნიორისთვის. ამიტომ არ გაჩერდება ეს რეზოლუციები ხან ეუთოსი, ხან ევროკავშირის ან ამერიკის შეფასებებიც იგივე იქნება. ხელისუფლება შიგადაშიგ ყველას დიფ-სთეითს ეძახის, მერე უნდა რომ ვიღაცასთან ოდნავ დაალაგოს, მაგრამ დალაგება მოითხოვს სერიოზულად რომ გადაიხედოს ყველა ეს გადაწყვეტილებები, რაც მიღებული არის – სინდისის პატიმრებსი გამოშვების საკითხი, ყველა ის მოთოვნა, რაც პრაქტიკულად ყოველ ექვს თვეში ერთხელ ამ ორგანიზაციებს გამოქვთ, როგორც აუცილებელი ცვლილებები, რაც უნდა მიიღოს ამ ხელისუფლებამ. არ შეიცვლება ეს რეზოლუციები, სანამ ეს არ მოხდება და ვინმესთვის გადაბრალება ამისი არ იქნება, იმიტომ, რომ ყველაფერი არის შედეგი მთავრობის გადაწყვეტილებების და ქმედებების, მთავრობის მიერ მიღებული რეპრესიული ხასიათის კანონების”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

სიახლეები

ხაშურის საკრებულოში ოცნების ყოფილი დეპუტატი პატიმრობიდან გირაოთი გაათავისუფლეს

2 პირთან ერთად 5 მილიონი ლარის ღირებულების სახელმწიფო ქონების მითვისების ბრალდებით დაკავებული, ხაშურის საკრებულოში...

ქუთაისში კორპუსის მშენებლობაზე კონსტრუქცია ჩამოიშალა რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა

ქუთაისში, იოსებიძის ქუჩაზე კორპუსის მშენებლობაზე კონსტრუქცია ჩამოიშალა, რის შედეგადაც მშენებლობაზე დასაქმებული 1 ადამიანი დაიღუპა.  დაღუპულის...

უკრაინულმა დრონებმა შავ ზღვაში რუსულ ფლოტს დაარტყეს

უკრაინულმა დრონებმა მხოლოდ ბოლო 9 დღეში 116  რუსულ გემზე მიიტანეს იერიში, გასულ ღამეს კი...

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 121 პირი დააკავეს

სპეცოპერაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით - ნარკოდანაშაულის ბრალდებით 121 პირი დააკავეს. შსს-ს ცნობით დაკავებულთა შორის...