მთავარისიახლეებიმსოფლიოდიდი ბრიტანეთი საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებებით შეშფოთებულია - სტივენ დაუთი

დიდი ბრიტანეთი საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებებით შეშფოთებულია – სტივენ დაუთი

Published on

საქართველოსთან დაკავშირებით დიდი ბრიტანეთის პოზიცია უცვლელია – ლონდონი კვლავ აკვირდება ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს და საკუთარ მოთხოვნებს არ ცვლის. ამის შესახებ ბრიტანელი პარლამენტარი სტივენ დაუთი აცხადებს, რომელმაც საქართველოს საკითხზე პარლამენტარ ბრენდან ო’ჰარას შეკითხვას უპასუხა.

დაუთის თქმით, გაერთიანებულ სამეფოში განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების გადაწყვეტილებები და ქვეყანაში შექმნილი ვითარება.

ბრიტანელი პარლამენტარის განცხადებით, გაერთიანებული სამეფო კვლავაც მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოში დემოკრატიას, ადამიანის უფლებების დაცვასა და მედიის თავისუფლებას.

„ჩვენ ვაგრძელებთ მოვლენების განვითარებაზე ყურადღებით დაკვირვებას, მათ შორის მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ძალადობის შესახებ ცნობებსა და ჟურნალისტ მზია ამაღლობელის პატიმრობას, რომლის საქმეც საჯაროდ და პირად შეხვედრებშიც წამოვჭერით საქართველოს ხელისუფლებასთან.

გაერთიანებულმა სამეფომ არაერთხელ მკაფიოდ აღნიშნა, რომ კანონის უზენაესობის, ფუნდამენტური თავისუფლებებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების პატივისცემა მნიშვნელოვანია საქართველოს გრძელვადიანი კეთილდღეობისა და საერთაშორისო ინვესტიციებისთვის მისი, როგორც მიზნობრივი ქვეყნის, მიმზიდველობისთვის. მიუხედავად იმისა, რომ საინვესტიციო გადაწყვეტილებებს თავად ბიზნესები იღებენ, ჩვენ რეგულარულად ვაფასებთ საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ და ეკონომიკურ პროცესებს, როგორც ჩვენი უფრო ფართო ორმხრივი თანამშრომლობის ნაწილს“, – აცხადებს სტივენ დაუთი.

სიახლეები

ენგურზე „საიდუმლო ტერმინალი“ თითქმის მზადაა — რუსეთი საქართველოს გავლით ახალი სატრანზიტო გზის გახსნას გეგმავს

წლების განმავლობაში გასაიდუმლოებული პროექტი, რომლის შესახებაც 2024 წელს მხოლოდ ვარაუდებით საუბრობდნენ, დღეს თითქმის დასრულებულია:...

სოფელ ჭალადიდში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა

ავტოსაგზაო შემთხვევა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში ცოტა ხნის წინ მოხდა. ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა. არსებული...

დიუშენის სამკურნალო მედიკამენტი “ჯივინოსტატი“ თბილისში მომდევნო კვირას ჩამოვა

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტი „ჯივინოსტატი“ მომდევნო კვირის დასაწყისში თბილისში იქნება. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა,...

გერმანიაში უკრაინისთვის AI-ტექნოლოგიით აღჭურვილი 5 000-ზე მეტი დრონის წარმოება დაიწყო

გერმანიაში, მიუნხენის მახლობლად უკრაინისთვის 5 000-ზე მეტი საშუალო და შორ მანძილზე მოქმედი საბრძოლო დრონის...