მთავარისიახლეებიმსოფლიოუკრაინამ ცხრა ქვეყანასთან ერთად ანტიბალისტიკური კოალიცია შექმნა

უკრაინამ ცხრა ქვეყანასთან ერთად ანტიბალისტიკური კოალიცია შექმნა

Published on

უკრაინამ ცხრა ქვეყანასთან ერთად ანტიბალისტიკური კოალიცია შექმნა – არსებული ინფორმაციით, ახალი გაერთიანება მიზნად ევროპაში ანტიბალისტიკური შესაძლებლობების განვითარებასა და გაძლიერებას ისახავს.

ახალ სამხედრო გაერთიანებაში შედის გაერთიანებული სამეფო, გერმანია, დანია, ესპანეთი, იტალია, ნიდერლანდები, ნორვეგია, საფრანგეთი, შვედეთი და უკრაინა.

​„ჩვენ მხარდაჭერას ვუცხადებთ ფლაგმანურ პროექტს, რომელიც მიმართულია რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის პოტენციალის ოპერატიული განვითარებისკენ”- ნათქვამია ლიდერების მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში.

ახალი ინიციატივის შესახებ განცხადება 13 ივლისს, პარიზში მიმდინარე სამიტის ფარგლებში გაჟღერდა. საერთაშორისო შეხვედრას, რომელსაც ერთობლივად ხელმძღვანელობენ საფრანგეთი და გაერთიანებული სამეფო, 25-ზე მეტი ქვეყნის ლიდერი ესწრებოდა. შეხვედრის მთავარი თემა კი უკრაინის მხარდაჭერა და რუსეთზე ზეწოლის გაძლიერება იყო. საფრანგეთის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ ახალი ალიანსის დაფუძნებით ევროპამ მკაფიო არჩევანი გააკეთა უკრაინის დაცვასა და კოლექტიური უსაფრთხოების გაძლიერებაზე.

სიახლეები

ენგურზე „საიდუმლო ტერმინალი“ თითქმის მზადაა — რუსეთი საქართველოს გავლით ახალი სატრანზიტო გზის გახსნას გეგმავს

წლების განმავლობაში გასაიდუმლოებული პროექტი, რომლის შესახებაც 2024 წელს მხოლოდ ვარაუდებით საუბრობდნენ, დღეს თითქმის დასრულებულია:...

სოფელ ჭალადიდში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა

ავტოსაგზაო შემთხვევა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში ცოტა ხნის წინ მოხდა. ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა. არსებული...

დიუშენის სამკურნალო მედიკამენტი “ჯივინოსტატი“ თბილისში მომდევნო კვირას ჩამოვა

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტი „ჯივინოსტატი“ მომდევნო კვირის დასაწყისში თბილისში იქნება. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა,...

გერმანიაში უკრაინისთვის AI-ტექნოლოგიით აღჭურვილი 5 000-ზე მეტი დრონის წარმოება დაიწყო

გერმანიაში, მიუნხენის მახლობლად უკრაინისთვის 5 000-ზე მეტი საშუალო და შორ მანძილზე მოქმედი საბრძოლო დრონის...