მთავარისიახლეებიპოლიტიკაივანიშვილი არის მთავარი დამნაშავე - მიხეილ სააკაშვილი

ივანიშვილი არის მთავარი დამნაშავე – მიხეილ სააკაშვილი

Published on

„მე მომხრე ვარ იმის, რომ ჩვენ წავიდეთ პრინციპით, ყველა მინუს ერთი. ივანიშვილი არის მთავარი დამნაშავე ყველაფრის, რაც ხდება საქართველოში და ივანიშვილმა უნდა აგოს პასუხი პიროვნულად და თავის ქონებით, ყველა დანარჩენებს უნდა დავანებოთ თავი,“ – ეს განცხადება საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, გააკეთა.მიხეილ სააკაშვილის თქმით, ივანიშვილის ქონება ბოლო ორი წლის განმავლობაში საკმაოდ გაიზარდა.
„ივანიშვილი სახელმწიფო რესურსებს იყენებს და ქართველი ხალხი ღარიბდება იმის გამო, რომ ივანიშვილი მდიდრდება. მისი ქონება საქართველოს აქტივები, საქართველოში გაკეთებული ფული შეადგენს, მინიმუმ, 4-5 მილიარდს ბოლო ორი წლის განმავლობაში. საქართველო გაღარიბდა, ჩემს დროს ეკონომიკა თუ 4-ჯერ გაიზარდა, ივანიშვილის დროს ის აღარ იზრდება, მაგრამ სამაგიეროდ, ივანიშვილის ქონება იზრდება. მე ფულს ვშოულობდი საქართველოსთვის, ივანიშვილი ფულს შოულობს საქართველოში,“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ივანიშვილმა სასამართლოს წინაშე უნდა აგოს პასუხი და ენმ-ის ლიდერის თქმით, კარგი იქნება თუ უზენაესი სასამართლო უცხოელი მოსამართლეებით დაკომპლექტდება.სააკაშვილის თქმით, დღევანდელი ინსტიტუტების მიმართ ნდობა არა აქვს.მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, უსამართლო ვალები ბანკებში ივანიშვილის ფულით უნდა გაისტუმროს მომავალმა მთავრობამ.

სიახლეები

შსს- ფარტენაძე პოლიციელის სიტყვიერი შეურაცხყოფისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის არის დაკავებული

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ჟურნალისტი კობა ფარტენაძე, დაკავებულია პოლიციელის მიმართ...

დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების საქმეზე ერთი ადამიანი დააკავეს

დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების საქმეზე დაკავებულია კაცი, რომელმაც ნაცნობს ბანკიდან 30 ათასი დოლარის...

დაკავებულია აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი კობა ფარტენაძე

“დაკავებულია აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი კობა ფარტენაძე. მისი დაკავება მოხდა ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე...

კაია კალასი მასშტაბურ სანქციებს აანონსებს

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კიდევ უფრო გამკაცრებისთვის ემზადება. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი აცხადებს,...