მთავარისიახლეებიჩვენ არ გვინდა მთავრობის მხარდაჭერა, ჩვენ გვინდა ქართველი ხალხის მხარდაჭერა-კალასი

ჩვენ არ გვინდა მთავრობის მხარდაჭერა, ჩვენ გვინდა ქართველი ხალხის მხარდაჭერა-კალასი

Published on

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის განცხადებით, ევროკავშირი შავი ზღვის სტრატეგიის განხორციელებას განაგრძობს, თუმცა საქართველოს ხელისუფლებასთან პოლიტიკური კონტაქტების არარსებობის გამო, აქცენტს ქართველი ხალხის მხარდაჭერაზე აკეთებს.

როგორც კალასმა „ევროსკოპთან“ საუბრისას აღნიშნა, ბრიუსელში ასევე იმსჯელეს, როგორ შეიძლება ევროკავშირმა მხარი დაუჭიროს საქართველოს მოქალაქეებს, რათა მათ „ევროპის იმედი არ დაკარგონ“.

მისივე თქმით, ევროკავშირს საქართველოს მთავრობასთან კავშირები პრაქტიკულად აღარ აქვს და არ სურს ხელისუფლების მხარდაჭერა, თუმცა განაგრძობს ქართველი ხალხის მხარდაჭერის გზების ძიებას.

რაც შეეხება შავი ზღვის სტრატეგიას, რომელიც ჩვენ უკვე გვაქვს გასული წლიდან, ახლა ამის იმპლემენტაცია მიმდინარეობს. შავი ზღვის გარშემო არსებული სხვადასხვა ქვეყნები, რა თქმა უნდა, ამის მნიშვნელოვანი ნაწილია. ახლა ჩვენ ასევე გვაქვს სირთულეები , პრობლემები, საქართველოსთან დაკავშირებით, რადგან ჩვენ რეალურად არ გვაქვს კავშირები მთავრობასთან და ჩვენ არ გვინდა მთავრობის მხარდაჭერა… ჩვენ გვინდა საქართველოს ხალხის მხარდაჭერა. და ჩვენ ასევე გვქონდა დისკუსიები იმის შესახებ, თუ როგორ შეგვიძლია ეს საუკეთესოდ გავაკეთოთ, რათა ხალხმა არ დაკარგოს ევროპის იმედი, – განაცხადა კალასმა.

ბრიუსელში დღეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები შეიკრიბებიან, სადაც ერთ-ერთ მთავარ თემად შავი ზღვის რეგიონის მიმართ ევროკავშირის სტრატეგიული მიდგომის განხორციელება განიხილება.

ევროკავშირის საბჭოს ოფიციალური ინფორმაციით, სტრატეგიის ამოქმედებიდან ერთი წლის შემდეგ მინისტრები შეაფასებენ მიღწეულ შედეგებს და იმსჯელებენ შემდგომ ნაბიჯებზე.

სიახლეები

19-20 სექტემბერს ზუგდიდის თანამედროვე ხელოვნების ფესტივალი „F5“ გაიმართება

19-20 სექტემბერს ზუგდიდის თანამედროვე ხელოვნების ფესტივალი „F5“ გაიმართება. მასში ქართველი პოეტები, მწერლები, რეჟისორები, კინომცოდნეები...

საქართველოში ბოლო ერთ კვირაში საწვავი 10 თეთრამდე , დიზელი 16 თეთრამდე გაძვირდა

საქართველოში ბოლო ერთ კვირაში საწვავი 10 თეთრამდე , დიზელი 16 თეთრამდე გაძვირდა - ინფორმაციას...

რეალური ტელეფონის ნაცვლად თაბაშირისგან დამზადებული ტელეფონებს ალომბარდებდა – დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, არაერთგზის ჩადენილი თაღლითობის, თაღლითობის...

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების „ლინდსი გრემის კანონპროექტი“ მიიღო

ისტორიული გადაწყვეტილება მიღებულია - შეერთებულ შტატებში რუსეთის წინაააღმდეგ, ახალი, ყველაზე მძიმე სანქციების შემოღებას დაუჭირეს...