მთავარისიახლეებიპოლიტიკავინც იძახის გრიგოლ ვაშაძის რუსობაზე, არის გაუნათლებელი - მიხეილ სააკაშვილი

ვინც იძახის გრიგოლ ვაშაძის რუსობაზე, არის გაუნათლებელი – მიხეილ სააკაშვილი

Published on

გრიგოლ ვაშაძე და რუსეთის თემატიკა – მიხეილ სააკაშვილმა იმ ხალხს, რომლებიც გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატს "რუსეთის აგენტად" მიიჩნევს, "გაუნათლებელი" უწოდა.„ის ხალხი, ვინც იძახის გრიგოლ ვაშაძის რუსობაზე, არის გაუნათლებელი და არ იცნობს ისტორიას,“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა და აღნიშნა, რომ რუსეთის არმიაში იყვნენ ადამიანები, ვინც მსახურობდნენ, როგორც გენერლები, მაგრამ „ყოფა უტირეს რუსეთს“.
„გრიგოლ ვაშაძე იყო დიპლომატი. დიპლომატები საბჭოთა კავშირის დროს მუშაობდნენ საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა სამინისტროში. დიპლომატი მეტი ვერსად იმუშავებდა. მაგრამ იმის გამო რომ ის მუშაობდა საგარეო საქმეთა სამინისტროში ზედმიწევნით იცოდა ყველა რუსული ხრიკი. ჩვენ გავუმართეთ ბრძოლა რუსეთს. მთელი მსოფლიოს მასშტაბით არაღიარების კუთხით ვაშაძემ რაც მათ დღე აყარა, ეს წარმოუდგენელი რაღაც იყო,“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.მისივე თქმით, ის, რომ ქართული ღვინო შეუშვეს რუსეთში, ეს გრიგოლ ვაშაძის დამსახურებაა.მიხეილ სააკაშვილი  გრიგოლ ვაშაძესა და სალომე ზურაბიშვილს ადარებს და აცხადებს, რომ სწორედ მან, საფრანგეთის მოქალაქემ თქვა, რომ სააკაშვილმა თავად დაბომბა ქართული სოფლები იმისთვის, რომ რუსეთისთვის დაებრალებინა, რაც რუსული რიტორიკაა. 

სიახლეები

ეთერ ლიპარტელიანი ევროპის ჩემპიონია

ეთერ ლიპარტელიანი ევროპის ჩემპიონია. თბილისში მიმდინარე ტურნირის ფინალში ლიპარტელიანმა ისრაელის წარმომადგენელი დაამარცხა და ოქროს...

ოპოზიციის ალიანსი ფასების შემცირებასთან დაკავშირებით გეგმას აქვეყნებს

დღეს საქართველოში არ არსებობს ოჯახი, რომელსაც არ შეეხო გაზრდილი ფასების პრობლემა. ეს ხდება იმიტომ,...

სააპელაციომ 11 დემონსტრანტის საქმეზე საქალაქოს გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა

სააპელაციო სასამართლოში ჯგუფური ქმედების საბაბით დაკავებული ანდრო ჭიჭინაძე, ონისე ცხადაძე, ჯანო არჩაია, რუსლან სივაკოვი,...

რუსეთი საქართველოს გაზის და ნავთობპროდუქტების მიწოდების შეწყვეტით ემუქრება, თუ ქვეყანა ევროკავშირში გაწევრიანდება

რუსეთიდან გაჟღერებულ მუქარაზე ივანიშვილის გუნდში პირველი კომენტარი კეთდება - ალუდა ღუდუშაური ირწმუნება, რომ ვერანაირი...