მთავარისიახლეებიმსოფლიოვფიქრობ, ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დასრულდა-ტრამპი

ვფიქრობ, ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დასრულდა-ტრამპი

Published on

ვფიქრობ, ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დასრულებულია, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ანკარაში, ნატო-ს გენერალურ მდივან მარკ რუტესთან შეხვედრაზე განაცხადა.
ირანთან საქმის დაჭერა აღარ მსურს – უპასუხა ტრამპმა მედიის შესაბამის კითხვას.
„ეს საინტერესო შეკითხვაა. ვფიქრობ, ის [ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება] დასრულდა. მათთან საქმის დაჭერა აღარ მსურს. ჩემი აზრით, მათთან ურთიერთობა უბრალოდ დროის კარგვაა. მე მათ ვუთხარი, როცა დარტყმას განახორციელებთ, ჩვენ საპასუხოდ დაგარტყამთ. მაგრამ, რა თქმა უნდა, ისინი ბინძური მოთამაშეები არიან და ყველას თავს ესხმიან. მე ისინი არ მომწონს. ისინი ბოროტი და ავადმყოფი ადამიანები არიან. ისინი კიბო არიან და იცით, რა უნდა გააკეთოთ? კიბო ადრეულ ეტაპზევე უნდა ამოკვეთოთ“, – განაცხადა ტრამპმა.
შეგახსენებთ, აშშ-მ ირანულ ნავთობზე სანქციები აღადგინა მას შემდეგ, რაც ირანი ჰორმუზის სრუტეში კომერციულ გემებს თავს დაესხა.
გამოცემა Axios-მა ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით დაწერა, რომ ირანმა ჰორმუზის სრუტეში ტრანზიტით მიმავალ სავაჭრო გემებს, სულ მცირე, 2 რაკეტა ესროლა.
ამის შემდეგ, სამხედრო ძალებმა ირანის წინააღმდეგ იერიშების ახალი სერია დაიწყეს.

სიახლეები

ენგურზე „საიდუმლო ტერმინალი“ თითქმის მზადაა — რუსეთი საქართველოს გავლით ახალი სატრანზიტო გზის გახსნას გეგმავს

წლების განმავლობაში გასაიდუმლოებული პროექტი, რომლის შესახებაც 2024 წელს მხოლოდ ვარაუდებით საუბრობდნენ, დღეს თითქმის დასრულებულია:...

სოფელ ჭალადიდში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა

ავტოსაგზაო შემთხვევა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში ცოტა ხნის წინ მოხდა. ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა. არსებული...

დიუშენის სამკურნალო მედიკამენტი “ჯივინოსტატი“ თბილისში მომდევნო კვირას ჩამოვა

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტი „ჯივინოსტატი“ მომდევნო კვირის დასაწყისში თბილისში იქნება. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა,...

გერმანიაში უკრაინისთვის AI-ტექნოლოგიით აღჭურვილი 5 000-ზე მეტი დრონის წარმოება დაიწყო

გერმანიაში, მიუნხენის მახლობლად უკრაინისთვის 5 000-ზე მეტი საშუალო და შორ მანძილზე მოქმედი საბრძოლო დრონის...