მთავარისიახლეებიეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტმა საქართველოს შესახებ რეზოლუციის პროექტს მხარი დაუჭირა

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტმა საქართველოს შესახებ რეზოლუციის პროექტს მხარი დაუჭირა

Published on

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული საკითხების კომიტეტმა საქართველოს შესახებ რეზოლუციის პროექტს მხარი დაუჭირა. დოკუმენტის მთავარი სპონსორი ამერიკელი კონგრესმენი ჯო უილსონია.

რეზოლუციის პროექტი, სახელწოდებით „საქართველოში არჩევნების მთლიანობისა და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვა“, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებულ დარღვევებზე, ასევე 2025 წლის ადგილობრივი არჩევნების დროს შესაძლო გაყალბების, ამომრჩეველთა მოსყიდვისა და ოპოზიციონერი დამკვირვებლებისთვის ხელის შეშლის შესახებ ცნობებზე მიუთითებს.

დოკუმენტში ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა ასევე აკრიტიკებს შემზღუდავ კანონმდებლობას, მათ შორის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს, შეკრებებისა და მანიფესტაციების წესებში შეტანილ ცვლილებებსა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში განხორციელებულ ცვლილებებს. რეზოლუციის ავტორების შეფასებით, ეს გადაწყვეტილებები ზღუდავს გაერთიანების, მედიის, გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებებს.

პროექტში საუბარია ადმინისტრაციული რესურსების სისტემატურ გამოყენებაზე, ინსტიტუციური ძალაუფლების კონსოლიდაციასა და პოლიტიკური ოპოზიციის, მედიის წარმომადგენლებისა და მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ თვითნებური დაკავებისა და შევიწროების ფაქტებზე. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ დემოკრატიული კონტროლისა და ბალანსის მექანიზმების შესუსტება საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას საფრთხეს უქმნის.

რეზოლუციის პროექტით, საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, გაათავისუფლოს ეროვნული და საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციების მიერ იდენტიფიცირებული პოლიტიკური პატიმრები, გააუქმოს ფუნდამენტურ თავისუფლებებს შემზღუდავი კანონები და 2024-2025 წლების არჩევნებთან დაკავშირებულ დარღვევებზე ყოვლისმომცველი, გამჭვირვალე გამოძიება ჩაატაროს.

ამასთან, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის წევრებსა და საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებენ, არ აღიარონ საქართველოში ჩატარებული იმ არჩევნების შედეგები, რომლებსაც სანდო საერთაშორისო და ადგილობრივი სადამკვირვებლო მისიები თავისუფალ, სამართლიან და დემოკრატიულ არჩევნებად არ შეაფასებენ.

სიახლეები

შსს-გამოვავლინეთ ნარკოდამნაშავეთა ორგანიზებული ჯგუფი – დაკავებულია 4 პირი

ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით,...

ბელგოროდში მაგისტრალური გაზსადენების სამმართველო იწვის

უკრაინული თავდასხმების შემდეგ ბელგოროდში მაგისტრალური გაზსადენების სამმართველო იწვის - მოსახლეობას არ მიეწოდება წყალი, ელექტროენერგია...

კვების ობიექტებში პლასტმასის კონტეინერებისა და ჭიქების აკრძალვა 2027 წლამდე გადავადდა

კვების ობიექტებისთვის პლასტმასის ერთჯერადი კონტეინერებისა და ჭიქებით მზა სურსათის მიწოდების აკრძალვა 2027 წლამდე გადავადდა....

1-ელი სექტემბრიდან მანქანების ხმაურის დონეს პორტატული აპარატურით შეამოწმებენ

ივანიშვილის შინაგან საქმეთა მინისტრმა, სულხან თამაზაშვილმა გამოსცა ბრძანება, რომლის მიხედვითაც განისაზღვრა მანქანების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი...