მთავარისიახლეები"ივანიშვილი არის დასამხობი" - ამ ფრაზისთვის ახალაიას 2 წლითა და 6 თვით...

“ივანიშვილი არის დასამხობი” – ამ ფრაზისთვის ახალაიას 2 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა

Published on

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ბაჩო ახალაია, რომელსაც სასამართლოზე ნათქვამ ფრაზას – “ბიძინა ივანიშვილი და მისი ხელისუფლება უნდა დაემხოს” ედავებოდნენ, სასამართლომ დამნაშავედ ცნო.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ რომეო ტყეშელაშვილმა მიიღო.

მისი გადაწყვეტილებით ბაჩო ახალაიას 2,6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

განაჩენის გამოცხადებას არ დასწრებია ახალია, შესაბამისად, მას არც საბოლოო სიტყვის უფლებით უსარგებლია.

ცნობისთვის, ბაჩო ახალაიას ბრალი სასამართლოზე ნათქვამი ფრაზისთვის: “მე ვთვლი, რომ ბიძინა ივანიშვილი და მისი ხელისუფლება უნდა დაემხოს”, წაუყენეს.

ახალიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით ჰქონდა წარდგენილი, რაც გულისხმობს მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ. აღნიშნული სასჯელის სახედ და ზომად 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

სიახლეები

19-20 სექტემბერს ზუგდიდის თანამედროვე ხელოვნების ფესტივალი „F5“ გაიმართება

19-20 სექტემბერს ზუგდიდის თანამედროვე ხელოვნების ფესტივალი „F5“ გაიმართება. მასში ქართველი პოეტები, მწერლები, რეჟისორები, კინომცოდნეები...

საქართველოში ბოლო ერთ კვირაში საწვავი 10 თეთრამდე , დიზელი 16 თეთრამდე გაძვირდა

საქართველოში ბოლო ერთ კვირაში საწვავი 10 თეთრამდე , დიზელი 16 თეთრამდე გაძვირდა - ინფორმაციას...

რეალური ტელეფონის ნაცვლად თაბაშირისგან დამზადებული ტელეფონებს ალომბარდებდა – დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, არაერთგზის ჩადენილი თაღლითობის, თაღლითობის...

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების „ლინდსი გრემის კანონპროექტი“ მიიღო

ისტორიული გადაწყვეტილება მიღებულია - შეერთებულ შტატებში რუსეთის წინაააღმდეგ, ახალი, ყველაზე მძიმე სანქციების შემოღებას დაუჭირეს...