მთავარისიახლეებისაზოგადოებაანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს სახელმწიფო ააშენებს

ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს სახელმწიფო ააშენებს

Published on

ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს სახელმწიფო ააშენებს – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

ირკვევა, რომ პროექტის მოდელი შეიცვალა და მასში კერძო ინვესტორი, ჩინური კორპორაცია cccc არ იქნება წამყვანი.

“საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური ააშენოს მსოფლიოში ყველაზე ფართოდ აპრობირებული ე.წ. Land lord-ის მოდელით”- თქვა მინისტრმა.

მისივე თქმით, ამ მოდელის მიხედვით, სახელმწიფო დარჩება ძირითადი საზღვაო და საპორტო ინფრასტრუქტურის მესაკუთრე და მის განვითარებასა და მართვას თავად უზრუნველყოფს.

“საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური ააშენოს მსოფლიოში ყველაზე ფართოდ აპრობირებული ე.წ. Land lord-ის მოდელით, რომლის ფარგლებშიც, სახელმწიფო დარჩება ძირითადი საზღვაო და საპორტო ინფრასტრუქტურის მესაკუთრე და მის განვითარებასა და მართვას თავად უზრუნველყოფს. Land lord-ის მოდელი სახელმწიფოს მისცემს შესაძლებლობას ანაკლიის პორტი განავითაროს არაერთ, არამედ ერთდროულად რამდენიმე სახელმწიფოსთან და კომპანიასთან პარტნიორობით, რაც პორტში ტვირთების მოზიდვისა და შესაბამისად, მისი მაქსიმალურად ეფექტიანი ფუნქციონირებისთვის საუკეთესო პირობებს შექმნის.

საპორტო ინფრასტრუქტურის შექმნასთან ერთად, სახელმწიფო უზრუნველყოფს ანაკლიამდე მისასვლელი საავტომობილო გზისა და რკინიგზის მოწყობას, ხოლო საკონტეინერო და ნაყარი ტვირთების ტერმინალების მოწყობისთვის საჭირო ინვესტიციებს საერთაშორისო ინვესტორები და კერძო ოპერატორები განახორციელებენ. საქართველოს მთავრობა განსაკუთრებულად მიესალმება ანაკლიის პორტში შუა დერეფნის მონაწილე ქვეყნებიდან: ჩინეთიდან, ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან და აზერბაიჯანიდან განხორციელებულ ინვესტიციებს.

მიღებული გადაწყვეტილება ეფუძნება მთავარ მიზანს, პარტნიორი ქვეყნების თანამონაწილეობითა და მათი ინტერესების გათვალისწინებით, ანაკლიის პორტი საერთაშორისო ინტერესების, კაპიტალისა და ტვირთნაკადის თავმოყრის ცენტრად ჩამოყალიბდეს. საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება კიდევ უფრო განამტკიცებს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, შექმნის ახალ ეკონომიკურ შესაძლებლობებს და ჩვენს ქვეყანას შუა დერეფნის პროექტის საკვანძო მონაწილედ აქცევს,“- განაცხადა ქვრივიშვილმა.

სიახლეები

ანაკლია უცხოელი ინვესტორის გარეშე დარჩა – რომან გოცირიძე

"ჩინელებმა გადაგვაგდეს. ანაკლია უცხოელი ინვესტორის გარეშე დარჩა. დღეს მთავრობამ განაცხადა, რომ პორტს სახელმწიფო ააშენებსო. აშენება...

უკრაინას სასწრაფოდ სჭირდება დამატებითი საჰაერო თავდაცვის სისტემები – ურსულა ფონ დერ ლაიენი

"წუხელ რუსეთის რეჟიმმა კიდევ ერთხელ განურჩევლად შეუტია მშვიდობიან მოსახლეობას საჰაერო იერიშებით - დედაქალაქს 400-ზე...

ტრამპი ზელენსკის შეხვდება

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, ანკარაში მიმდინარე კვირას ნატოს...

“ვარსკვლავებმა და ზოლებმა ნამგალი და ურო ერთხელ უკვე მისცა დავიწყებას “- ტრამპი

"ვარსკვლავებმა და ზოლებმა ნამგალი და ურო ერთხელ უკვე მისცა დავიწყებას და თუ საჭირო გახდება,...