მთავარისიახლეებიმალანია შვილისთვის წარდგენილ ბრალს არ ეთანხმება

მალანია შვილისთვის წარდგენილ ბრალს არ ეთანხმება

Published on

შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსანი ამბობს, რომ მისი შვილი უდანაშაულოა და სამართლებრივ ბრძოლას აანონსებს – ზაჰესის იზოლატორიდან გამოსულმა მერაბ მალანიამ მედიასთან დღეს დუმილი პირველად დაარღვია.

“ბევრი ტალახი მესროლეს” – ეს იყო პირველი, რაც დღეს მედიას შსს-ს ყოფილი მინისტრის ყოფილმა მოადგილემ უთხრა.

გიორგი მალანიას მამა აცხადებს, რომ არც თავდაპირველ შეუტყობინებლობის მუხლს ეთანხმებოდა და არც ახალ ბრალს, (ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარება) რაც ცოტა ხნის წინ პროკურატურამ დაკავებულ არასრულწლოვანს წარუდგინა.

გიორგი მალანიას ბრალი დაუმძიმეს – ცნობილია, რას ედავება გამოძიება შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსნის შვილს
შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსნის მტკიცებით, მის შვილს მკვლელობაში მსჯავრდებული ალექსადნრე გაბაშვილი თვალითაც არ უნახავს და არც სადმე გაჰყოლია.

ჩემი შვილი ისე გაიზარდა, ვიცოდი სულ სად იყო, მასწავლებელთანაც კი მე მიმყავდა, მერე ისე აღმოჩნდა თურმე რომ მეც ვიღებდი საქმის დაგეგმვაში მონაწილეობას – უთხრა დღეს მერაბ მელანიამ მედიას.

ქედან გამომდინარე ვიყავი ჩუმად. ბევრი ტალახი მესროლეს ამ პერიოდში, მაგრამ თმენის ვალდებულება მაქვს როგორც ყოფილ პოლიციელს.

ჩემი შვილი დააკავეს შეუტყობინებლობის მუხლით, რაც გადაკვალიფიცირდა 117-ე მუხლით, რაც გულისხმობს თავდასხმაში ხელშეწყობას. არ ვეთანხმებოდი არც პირველს და არც ამას ვეთანხმები, ვაგრძელებ სამართლებრივ ბრძოლას საქართველოში და თუ საჭირო გახდება ქვეყნის გარეთაც.

ურეკავდა ადამიანი, რომელსაც საერთოდ თვალით არ უნახია. ურეკავდა (ალექსადნრე გაბაშვილი) და ეუბნებოდა, რომ უნდოდა მის მასწავლებელთან შეხვედრა და დალაპარაკება. არანაირ თავდასხმაზე არ იყო საუბარი, იცოდა, რომ მის შეყვარებულს, ანუ, ჩემი შვილის ბავშვობის მეგობარს, გიორგის, ერთად არიან გაზრდილი ეს ბავშვები, არასათანადოდ ექცევა ჩემი ინფორმაციითო და მინდა დაველაპარაკოო და წამომყევიო. უცხო ადამიანთან ვინ რეკავს ხო? წამოდი თავი გავუტეხოთ ვინმესო. ეს იყო მაგათ შორის კომუნიკაცია. არ გაყვა ჩემი შვილი იმიტომ, რომ ჩემი შვილი არ არის ასე გაზრდილი. ბევრმა თქვა, რომ ხან ფაშისტური დაჯგუფების წვერი იყო, ხან ქუჩის ბანდის წევრიო.

ჩემი შვილი ისე გაიზარდა, რომ ყოველ წუთას ვიცოდი სად არის. მე მიმყავდა სკოლაში და მე მომყავდა, მასწავლებელთანაც და ისე აღმოჩნდა, რომ დაგეგმვაში ვიღებდი მონაწილეობას რადგან, პირველში ღამე ბავშვი მივიყვანე გაკვეთილზე და გაკვეთილიდან წამოვიყვანე. ეს არის ჩემი დანაშაული. რეზონანსული საქმეა, არ მინდა ვინმეს შეურაცხყოფა მივაყენო და არც შეთქმულების თეორიებზე დავიწყებ საუბარს, მაგრამ ეს არის უსამართლობა რაც ხდება”, – განაცხადა მერაბ მალანიამ.

სიახლეები

TI- ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა 8 ახალი ავტომობილი შეიძინა, რაშიც გადასახადის გადამხდელთა ჯიბიდან 492 390 ლარი დახარჯა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა ბოლო ერთ წელიწადში 8 ახალი ავტომობილი შეიძინა, რაშიც გადასახადის გადამხდელთა ჯიბიდან 492...

აბაშაში საქართველოს ბანკში კაცი შეიჭრა და სანადირო თოფიდან გაისროლა-დაკავებულია ერთი პირი

სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ყაჩაღობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. შსს-ის ინფორმაციით, ბრალდებული მიმდინარე წლის...

მალანიას ბრალი ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარების მუხლით წარედგინა

გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმიდან გამოყოფილ საქმეზე გიორგი მალანიას ბრალდება წარედგინა. შს მინისტრის ყოფილი...

ივნისში წლიური ინფლაციის დონემ 5.8% შეადგინა – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2026 წლის ივნისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.1%,...