მთავარისიახლეებიშვილებს მოწყალების თხოვნასა აიძულებდნენ- დააკავეს 3 პირი

შვილებს მოწყალების თხოვნასა აიძულებდნენ- დააკავეს 3 პირი

Published on

შსს-ს ცნობით, არასრულწლოვნების ტრეფიკინგის ბრალდებით 3 პირი, როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები დააკავეს. უწყების განცხადებით, ბრალდებულები თავის არასრულწლოვან შვილებს ბათუმში მოწყალების თხოვნასა და ყვავილებით ვაჭრობას აიძულებდნენ.

“მოსამართლის განჩინების საფუძველზე, არასრულწლოვნების ტრეფიკინგის ბრალდებით 3 პირი დავაკავეთ. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ტრეფიკინგის გეგმა შეიმუშავეს. მისი სისრულეში მოყვანის მიზნით, მათზე მატერიალურად დამოკიდებული არასრულწლოვანი შვილები გადაიბირეს, რომლებსაც ბათუმში, ტურისტულ ადგილებსა და სხვა ტერიტორიაზე მოწყალების თხოვნასა და ყვავილებით ვაჭრობას აიძულებდნენ – შეგროვებულ თანხას კი ბრალდებულები ისაკუთრებდნენ.

არასრულწლოვნები სახელმწიფო სერვის-ცენტრებში არიან გადაყვანილი, რომლებსაც სიცოცხლისა და ჯანმრთელობის საფრთხე აღარ ემუქრებათ”. – თქვეს შსს-ში გამართულ ბრიფინგზე.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143 სეკუნდა მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც 17 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

სიახლეები

19-20 სექტემბერს ზუგდიდის თანამედროვე ხელოვნების ფესტივალი „F5“ გაიმართება

19-20 სექტემბერს ზუგდიდის თანამედროვე ხელოვნების ფესტივალი „F5“ გაიმართება. მასში ქართველი პოეტები, მწერლები, რეჟისორები, კინომცოდნეები...

საქართველოში ბოლო ერთ კვირაში საწვავი 10 თეთრამდე , დიზელი 16 თეთრამდე გაძვირდა

საქართველოში ბოლო ერთ კვირაში საწვავი 10 თეთრამდე , დიზელი 16 თეთრამდე გაძვირდა - ინფორმაციას...

რეალური ტელეფონის ნაცვლად თაბაშირისგან დამზადებული ტელეფონებს ალომბარდებდა – დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, არაერთგზის ჩადენილი თაღლითობის, თაღლითობის...

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების „ლინდსი გრემის კანონპროექტი“ მიიღო

ისტორიული გადაწყვეტილება მიღებულია - შეერთებულ შტატებში რუსეთის წინაააღმდეგ, ახალი, ყველაზე მძიმე სანქციების შემოღებას დაუჭირეს...