მთავარისიახლეებისასკოლო წიგნების ყდებზე ეროვნული ღირებულებები იქნება წარმოჩენილი-მიქანაძე

სასკოლო წიგნების ყდებზე ეროვნული ღირებულებები იქნება წარმოჩენილი-მიქანაძე

Published on

კონცეფცია იცვლება, ყდებზე ეროვნული ღირებულებები იქნება წარმოჩენილი.

მოგიყვანთ მარტივ მაგალითს, ქიმიის სახელმძღვანელოს ყდაზე იქნება ქართული ღვინის დაწურვა, რომელიც ქიმიურ პროცესთანაა დაკავშირებული. მერე, უკანა ყდაზეა აღწერილი ეს რვაათასწლიანი კულტურა, როგორ არის იუნესკო-ს მიერ აღიარებული.

მაგალითად, ფიზიკის სახელმძღვანელოზე ჩვენ გვექნება ელგუჯა მეძმარიაშვილის ის უდიდესი გამოგონება, რომელმაც კოსმოსში პირველი ქართული თანამგზავრი წარმოაჩინა. ესეც ჩვენი ერის მონაპოვარია.

ბიოლოგიის სახელმძღვანელოზე ქართული მარცვლეულის ხუთი თავთავი იქნება, რომელმაც მსოფლიოში უნიკალური ადგილი დაიმკვიდრა.

ქართულ ენასა და ლიტერატურაზე მაქსიმალურად წარმოდგენილია იოანე ზოსიმე, ვეფხისტყაოსანი და ა.შ. ანუ, ეს ეროვნული კომპონენტები შემოგვაქვს.

ასევე, ამიერიდან, მეათე კლასისთვის საქართველოს ისტორია ცალკე საგანი იქნება, განისაზღვრა ცალკე სახელმძღვანელო, ის ისტორიის საერთო ნაწილში აღარ იქნება და მსოფლიო ისტორია ცალკე იქნება.

ასევე, ამ სახელმძღვანელოების ძალიან დიდი ღირებულებითი ნაწილია, რომ 500-ზე მეტი ილუსტრაცია შევიდა სრულიად ახალი, რომელიც არასოდეს ყოფილა და ეხება ქართულ ხუროთმოძღვრულ ძეგლებს, სხვადასხვა მუზეუმიდან ექსპონატებს და ასე შემდეგ, იმისთვის, რომ ჩვენმა შვილებმა იცოდნენ, რა საგანძური აქვს ჩვენს ქვეყანას.

ამ ყველაფერს კიდევ ემატება ისეთი მნიშვნელოვანი კომპონენტი, რასაც ჰქვია ჩვენი უსაყვარლესი, აწ განსვენებული პატრიარქის, ილია მეორის ის მოწოდებები და ციტატები, რაც ქართული ენის სწავლებასთან არის დაკავშირებული. ქართულში ერთ-ერთი სახელმძღვანელო მთავრდება მისი ცნობილი ფრაზით – “საქართველო, მიყვარხარ“ და მისი სურათია.

არის ბევრი ისეთი საკითხი, რომელიც ჩვენთვის ძალიან ემოციური და ღირებულია. თუნდაც, გვექნება ერთ-ერთ ნაწილში ილია ჭავჭავაძე, რომელიც ამბობს: “მამული, ენა, სარწმუნოება“ და ილია მეორე, რომელიც ამბობს – “ღმერთი, სამშობლო, ადამიანი“. ყველა სახელმძღვანელოს წინა გვერდზე იქნება გამოსახული საქართველოს დროშა, სახელმწიფო ჰიმნი და გერბი. ეს ეროვნული კომპონენტები მაქსიმალურად შემოგვაქვს სასწავლო პროცესში, მთლიანად გადაწყობა ხდება სახელმძღვანელოს პრინციპის, მისი მიზნების. დამერწმუნეთ, რამდენიმე წელიწადში ძალიან საინტერესო და იმ სასურველ შედეგს მივიღებთ, რომლითაც გვინდა, იზრდებოდნენ ჩვენი მომავალი თაობები.

სიახლეები

19-20 სექტემბერს ზუგდიდის თანამედროვე ხელოვნების ფესტივალი „F5“ გაიმართება

19-20 სექტემბერს ზუგდიდის თანამედროვე ხელოვნების ფესტივალი „F5“ გაიმართება. მასში ქართველი პოეტები, მწერლები, რეჟისორები, კინომცოდნეები...

საქართველოში ბოლო ერთ კვირაში საწვავი 10 თეთრამდე , დიზელი 16 თეთრამდე გაძვირდა

საქართველოში ბოლო ერთ კვირაში საწვავი 10 თეთრამდე , დიზელი 16 თეთრამდე გაძვირდა - ინფორმაციას...

რეალური ტელეფონის ნაცვლად თაბაშირისგან დამზადებული ტელეფონებს ალომბარდებდა – დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, არაერთგზის ჩადენილი თაღლითობის, თაღლითობის...

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების „ლინდსი გრემის კანონპროექტი“ მიიღო

ისტორიული გადაწყვეტილება მიღებულია - შეერთებულ შტატებში რუსეთის წინაააღმდეგ, ახალი, ყველაზე მძიმე სანქციების შემოღებას დაუჭირეს...