ალბათ, ნიშანდობლივია, რომ გერმანიის ელჩი ფრანგულად წავიდა, დამშვიდობების გარეშე. ის არც პრემიერმინისტრს, არც პრეზიდენტს და არც პარლამენტს არ დაემშვიდობა, რითიც კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ჩვენს სახელმწიფოებრიობას პატივს არ სცემს. ესაა მთავარი პრობლემა, რაც მის ელჩობას თან ახლდა […]
სამწუხაროდ, მან მოახერხა და 3 წელიწადში 30-წლიანი პარტნიორობა დაანგრია. იმედი მაქვს, მისი წასვლა საქართველოსა და გერმანიას შორის ურთიერთობების გამოსწორების, ახალი დასაწყისის საფუძველი იქნება.
თქვა შალვა პაპუაშვილმა პეტერ ფიშერზე.
გერმანიის ელჩმა საქართველოში, პეტერ ფიშერმა დაწერა, რომ მას უფლებამოსილების ვადა ამოეწურა და 9 აპრილს გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა.