მთავარისიახლეებიკოალიცია ხოშტარიაზე-14 საათზე ველოდებით დასკვნას, შემდეგ გადავდგამთ საპასუხო ნაბიჯებს

კოალიცია ხოშტარიაზე-14 საათზე ველოდებით დასკვნას, შემდეგ გადავდგამთ საპასუხო ნაბიჯებს

Published on

კოალიცია ცვლილებისთვის წევრებმა ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ქალთა მე-5 პენიტენციურ დაწესებულებასთან ბრიფინგი გამართეს. ნიკა გვარამიას ინფორმაციით, ხოშტარიასთან შედიან ექიმები, რათა გამოიტანონ საბოლოო დასკვნა მის მდგომარეობასთან დაკავშირებით, 14 საათზე კი შეხვდებიან პენიტენციური სამსახურის ჯანდაცვის დეპარტამენტს.

ის მოუწოდებს საზოგადოებას, რომ 14 საათზე შეიკრიბონ სანდროეულის 3 ნომერში, პენიტენციური დაწესებულების შენობის წინ. მათ იმედი აქვთ, რომ მიღებული იქნება პიზიტიური გადაწყვეტილება, წინააღმდეგ შემთხვევაში გადადგამენ საპასუხო ნაბიჯებს.

“ჩვენ აქ ვიმყოფებით იმიტომ, რომ დავაკვირდეთ პროცესებს, რომელიც ელენესთან ექიმების შესვლას უკავშირდება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის საბოლოო, ასე ვთქვათ, დასკვნისთვის ბოლო ვიზიტს იმიტომ, რომ ამის შემდეგ, ჩვენ 14 საათზე უკვე გვექნება შეხვედრა პენიტენციურ სამსახურთან თბილისში, კერძოდ, ჯანდაცვის დეპარტამენტთან და ვიმედოვნებთ, რომ დღეს ყველაფერი დასრულდება იმით, რომ ელენეს ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საბოლოო პოზიტიური გადაწყვეტილება იქნება მიღებული.

ექიმები შევლენ რამდენიმე წუთში ციხეში, როგორც უკვე მოგახსენეთ, იქნება საბოლოო დასკვნა მათი მხრიდან და ჩვენ ვიცით, რომ ელენეს მდგომარეობა მძიმეა და საჭიროებს დაუყოვნებლივ ჩარევას. ეს მდგომარეობა უნდა გამოსწორდეს. არ შეიძლება ადამიანი უკანონო პატიმრობის გარდა ასევე იმყოფებოდეს უმძიმესი ტკივილების ქვეშ, რაც უტოლდება მის წამებას და არაადამიანურ მოპყრობას. მე მინდა ყველას გთხოვოთ, დღეს, 14 საათზე, სანდროეულის 3 ნომერში, შევიკრიბოთ პენიტენციური დაწესებულების შენობის წინ და დაველოდოთ გადაწყვეტილებას, დასკვნას. კვლავ ვიმეორებ, რომელიც იმედი მაქვს, იქნება ადეკვატური და მოგვცემენ შესაძლებლობას, ელენეს ჯანმრთელობა გამოვასწოროთ და მოვუხსნათ ის მძიმე და აუტანელი ტკივილები, რომელიც მას გამოწვეული აქვს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო.

ჩვენ არ ვაპირებთ ამ წუთში რაიმე განსაკუთრებული ზომების მიღებას და ველოდებით კვლავ ადეკვატურ გადაწყვეტილებას, თუმცა მისი მიუღებლობის შემთხვევაში ჩვენი ნაბიჯებიც იქნება ადეკვატური და საპასუხო იმ გადაწყვეტილებისა, იმ უარყოფითი გადაწყვეტილებისა, თუ ამგვარი იქნება მიღებული. ჩვენ, კვლავ ხაზს გავუსვამ, ამ წუთში პოლიტიკურ კაპიტალიზაციას ამ საკითხზე არ ვაპირებთ. ჩვენთვის უმთავრესი და გადამწყვეტი არის ჩვენი მეგობრის, თანამოაზრის და თანამებრძოლის სიცოცხლის გადარჩენა.” – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

პარტია გირჩის წევრის, თინა ბოლოკაძის თქმით, ეს ამბავი ეხება თითოეულ მოქალაქეს, რადგან სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლება არის ყველას ფუნდამენტური უფლება, შესაბამისად, მთავრობა ვალდებულია, რომ ის უზრუნველყოს. მისი აზრით, ხოშტარია არის გაუტეხელი ბრძოლისა და თანადგომის სიმბოლო.

“ძალიან მნიშვნელოვანი დღეა დღეს იმიტომ, რომ დღეს 14 საათზე გადაწყდება ჩვენი ქვეყნის მოქალაქის, პოლიტიკოსის, პოლიტიკოსი ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა. როგორც ვიცით და საზოგადოებისთვის ცნობილია, მისი მდგომარეობა დღითი დღე უარესდება და ყოველი დღე მნიშვნელოვანია მისი ჯანმრთელობისთვის. ზოგადად, ეს არ არის მხოლოდ ელენეს ამბავი. ეს თითოეულ საქართველოს მოქალაქეს ეხება იმიტომ, რომ სიცოცხლის უფლება, ჯანმრთელობის უფლება არის ყველა ჩვენგანის ფუნდამენტური უფლება. შესაბამისად, მთავრობა ვალდებულია, რომ ეს უზრუნველყოს თითოეული მოქალაქისთვის. ელენე არის ჩვენი ბრძოლის, ჩვენი გაუტეხელი ბრძოლის სიმბოლო და ჩვენი თანადგომის სიმბოლო. ამიტომ 14 საათზე ყველა დაველოდებით პენიტენციურ სამსახურთან გადაწყვეტილებას, რას მიიღებენ მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით მისი თანამებრძოლები, მისი მეგობრები ვიკრიბებით 14 საათზე ამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მოსასმენად.” – ამბობს თინა ბოლოკაძე.

პარტია დროას წევრის, გიგა ლემონჯავას შეფასებით კი, ასეთი ტკივილებით ადამიანის ციხეში ყოფნა უტოლდება ადამიანის წამებას, ამიტომ ერთადერთი ადეკვატური გამოსავალი ამ ყველაფრიდან არის ელენეს გადაყვანა სამოქალაქო კლინიკაში.

“ის უნდა იყოს გადაყვანილი კლინიკაში. ელენეს აქვს გაუსაძლისი ტკივილები. ამ ტიპის ტკივილით ციხეში ყოფნა უთანაბრდება ადამიანის წამებას. ამიტომ ერთადერთი ადეკვატური გამოსავალი ამ ყველაფრიდან არის ელენეს გადაყვანა სამოქალაქო კლინიკაში, სადაც მას უნდა ჩაუტარდეს სრული კომპლექსი გამოკვლევებისა, უნდა დაზუსტდეს საბოლოოდ მისი დიაგნოზი და უზრუნველყოფილი უნდა იყოს ადეკვატური მკურნალობა, ამიტომ 14 საათზე ვიქნებით პენიტენციურ სამსახურთან, იქ დაველოდებით საბოლოო გადაწყვეტილებას.” – განაცხადა გიგა ლემონჯავამ.

სიახლეები

შსს – უკანონო ბრუნვიდან ამოღებული 37 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 700 კილოგრამამდე სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება განადგურდა

შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანების საფუძველზე შექმნილმა მუდმივმოქმედმა კომისიამ, საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა დროს ჩატარებული საგამოძიებო...

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 4 პირი დააკავეს

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 4 პირი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, ბრალდებულების პირადი, ავტომობილებისა...

პუტინი აღიარებს, რომ რუსეთში საწვავის დეფიციტია

ვლადიმირ პუტინმა 28 ივნისს აღიარა, რომ რუსეთში ბენზინგასამართ სადგურებთან რიგები და სხვადასხვა ტიპის საწვავის...

სტრასბურგმა 5 სამოქალაქო ორგანიზაციის დაყადაღების საქმეზე არსებითი განხილვა დაიწყო – ISFED

ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიული საერთაშორისო საზოგადოების (ISFED) განცხადებით, 2026 წლის 25 ივნისს ადამიანის...