მთავარისიახლეებიApple-მა App Store-იდან წაშალა რუსული VK-ს აპლიკაციები, როგორიცაა Odnoklassniki

Apple-მა App Store-იდან წაშალა რუსული VK-ს აპლიკაციები, როგორიცაა Odnoklassniki

Published on

Apple-მა App Store-იდან კომპანიის აპლიკაციები წაშალა, მათ შორის, Odnoklassniki, Mail.ru, VK Music, VK Dating და VK Messenger – ინფორმაციას რუსული კომპანია VK ავრცელებს.

ТАСС წერს, რომ კომპანიის მთავარი სოციალური ქსელი VK კვლავ ხელმისაწვდომია, თუმცა App Store-იდან წაშლილია ყველა სხვა აპლიკაცია.

“VK არასდროს ყოფილა სანქციების ქვეშ და არც შეტანილა სანქციების სიაში, რასაც მრავალი საერთაშორისო და ამერიკული იურიდიული დასკვნა ადასტურებს. ოფიციალური იურიდიული დასკვნები და ყველა საჭირო ინფორმაცია დიდი ხანია Apple-ს ხელთ აქვს. მიუხედავად ამისა, Apple-მა ცალმხრივად წაშალა VK-ს აპლიკაციები გაფრთხილების გარეშე. ამით Apple ზღუდავს რუსი მომხმარებლების წვდომას პოპულარულ სერვისებზე,” – წერია განცხადებაში.

სიახლეები

მოცვისა და თხილის მეურნეობების გამოწვევები – როგორ ჭრის ამ პრობლემებს Atens-ის ბიოპროდუქტები

ბიოლოგიური პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Atens-მა ჩვენი მოწვევით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის 3 ტრენინგი...

NGO-ები-წლებია, წამებას და არასათანადო მოპყრობას სახელმწიფო პოლიტიკურ იარაღად იყენებს

წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. ორგანიზაციების განცხადებით, მიუხედავად ეროვნული...

კორუფცია ხელისუფლების ზედა ეშელონებში აღმოფხვრილი და დამარცხებულია – კობახიძე

ირაკლი კობახიძემ სახელისუფლებო კორუფციაა დამარცხებულად გამოაცხადა - პარლამენტში მისული მთავრობის მთაური ირწმუნება, რომ "კორუფცია...

საიამ სტრასბურგში ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე საჩივარი წარადგინა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, ჟურნალისტ მზია ამაღლობელის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში მე-4 საჩივარს გზავნის. საიას...