მთავარისიახლეები“ მეცინება, როცა ქოცებს ჰგონიათ, არმკურნალობით რამეს დამაკლებენ" - ელენე ხოშტარია

“ მეცინება, როცა ქოცებს ჰგონიათ, არმკურნალობით რამეს დამაკლებენ” – ელენე ხოშტარია

Published on

ელენე ხოშტარია ციხიდან წერილს ავრცელებს:

„მეცინება, როცა ქოცებს ჰგონიათ, არმკურნალობით, მისი გაჯანჯლებით, უღირსობით, ილუზიის შექმნით, რომ ძალაუფლება აქვთ, რამეს დამაკლებენ.
კიდევ ერთხელ გიმეორებთ – არასდროს არაფერს არ გთხოვთ, არასდროს არ გაღიარებთ. უკიდურესად მშვიდად და მტკიცედ ვარ. თქვენ იდარდეთ 🙂 ვერ მომერევით, ეს კარგად დაიმახსოვრეთ!“, – წერს ხოშტარია.

ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ 17 ივნისს გაავრცელა ინფორმაცია, რომ პატიმრობაში მყოფი პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა.

ადვოკატის თქმით, ელენე ხოშტარიას აქვს სახსრების ძლიერი ტკივილი, მოძრაობის გაძნელება, რის გამოც ვერ ახერხებს ზოგჯერ წერას და გადაადგილებისას ჯოხი სჭირდება.

შოთა თუთბერიძის განცხადებით, უკვე ორი კვირაა, რაც პენიტენციურ დაწესებულებას მიმართეს მკურნალობის გეგმის შემუშავების, წარმოდგენისა და შეხვედრის ორგანიზების მოთხოვნით, თუმცა დღემდე ამ მიმართვაზე პასუხი არ მიუღიათ.

სპეციალური პენიტენციური სამსახური ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ ადვოკატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას „დეზინფორმაციას“ უწოდებს
პენიტენციური აცხადებს, რომ ელენე ხოშტარია „შეუფერხებლად სარგებლობს ყველა, მათ შორის სამედიცინო სერვისით“ და მისი „ჯანმრთელობის რაიმე სახით ან ფორმით გაუარესება არ მომხდარა“.
მათივე მტკიცებით, ხოშტარია კონსულტირებულია კარდიოლოგის, ნევროლოგის, ოფთალმოლოგის, გინეკოლოგის, ფსიქიატრის და რევმატოლოგის მიერ და „მას ჩატარებული აქვს არაერთი კვლევა, მათ შორის, ხერხემლისა და ზურგის ტვინის მრტ“.

სიახლეები

ზელენსკი- ბელარუსში გაითიშა სისტემა, რომელიც უკრაინაზე იერიშების კორექტირებას ახდენდა

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ამ კვირის დასაწყისიდან ბელარუსისა და უკრაინის საზღვარზე არსებულმა რუსულმა აპარატურამ, რომელიც...

ევროსაბჭომ საქართველოს შესახებ ახალი რეზოლუცია დაამტკიცა

ევროსაბჭომ საქართველოს შესახებ ახალი რეზოლუცია დაამტკიცა. რეზოლუციას მხარი საპარლამენტო ასამბლეის 83-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხუთი...

თუ ჩახუნაშვილი აღიარებს დანაშაულს, შეგვიძლია, იმ დღესვე გავათავისუფლოთ-გვარაკიძე

ყველა იმ ბრალდებულ პირთან, რომლებმაც აღიარეს და მოინანიეს დანაშაული, გაფორმდა საპროცესო შეთანხმება. რაც შეეხება...

ფსიქო ტროპული წალმების უკანონო ვაჭრობის საქმეზე 17 პირი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, გახსნეს საქმე, რომელიც შეეხება 53 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების...