მთავარისიახლეებისამართალითბილისის საქალაქო სასამართლომ 4 ოქტომბრის მოვლენებზე ბრადებული კიდევ 4 პირი ცნო დამნაშავედ

თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 ოქტომბრის მოვლენებზე ბრადებული კიდევ 4 პირი ცნო დამნაშავედ

Published on

თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 ოქტომბრის მოვლენებზე ბრალდებული კიდევ 4 პირი ცნო დამნაშავედ. განაჩენი მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა გამოაცხადა.

მან ბრალდებულები წარდგენილ ბრალდებაში სრულად დამნაშავედ ცნო და შემდეგი სასჯელი განუსაზღვრა:

მარიამ მეყანწიშვილს – ჯარიმა 5000 ლარი;

ნანა სანდერს – 7 წელი;

აბო ნავერიანს – 5 წელი;

ანტონ უპერს კი დაუსწრებლად მიესაჯა 5 წელი.

მარიამ მეყანწიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაო ჰქონდა შეფარდებული. ის განაჩენის გამოცხადებას სასამართლოს ეზოში ელოდებოდა.

მეყანწიშვილს პროკურატურა ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას ედავებოდა. მისთვის ბრალად წარდგენილი მუხლი ითვალისწინებდა ჯარიმას, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას, შინაპატიმრობას ან თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე ვადით.

რაც შეეხება ნანა სანდერს, მას ბრალი ორი მუხლით ჰქონდა წარდგენილი: ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და მოწოდება სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ.

აბო ნავერიანსა და ანტონ უპერს კი პროკურატურა ჯგუფურად სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობასა და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებოდა.

4 ოქტომბრის საქმის აღნიშნულ ეპიზოდს 12 ბრალდებული ჰყავდა. 8 მათგანმა საპროცესო შეთანხმება გააფორმა და საპატიმრო დატოვა.

საპროცესო შეთანხმების გაფორმების წინაპირობა ბრალის აღიარებაა. პირობების თანახმად, მათ 3-წლიანი პირობითი მსჯავრი დაედოთ.

სიახლეები

ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა

საქართველოში ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა, ხოლო ლიტრი დიზელი...

აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ექნებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი...

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...