მთავარისიახლეებიელენე ხოშტარია - ახლაც დარწმუნებული ვარ ერთობის, ალიანსის აუცილებლობაში

ელენე ხოშტარია – ახლაც დარწმუნებული ვარ ერთობის, ალიანსის აუცილებლობაში

Published on

ახლაც დარწმუნებული ვარ ერთობის, ალიანსის აუცილებლობაში და ყალბ ერთობად მისი შეფასება საერთო ამოცანების ვერ გააზრებად მიმაჩნია, – ამის შესახებ პატიმრობაში მყოფი, „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში წერს.

მისივე განცხადებით, იმედს იტოვებს, რომ პირადი ამბიციები და ინტერესები არ აღმოჩნდება საერთო ბრძოლისთვის დამანგრეველი.

„ალიანსში მიმდინარე შიდა „ჩხუბებზე“ (ასე დავარქმევ იმ პროცესს) სრულიად მიზანმიმართულად ვდუმდი. ვდუმდი მაშინაც, როცა ჩემი პარტია იყო თავდასხმის ობიექტი. ვერ დაგიმალავთ და სირცხვილითაც ვიწვოდი, თუ რა გარჩევებს ვაკადრებდით საზოგადოებას.

ახლა, როდესაც თავდასხმის ობიექტი ხდება მედია, რომელიც ბრძოლის წინა ხაზზეა, მათ შორის ფიზიკური ზიანით, აწ უკვე სისხლის სამართლის გამოძიებით, ძალიან მნიშვნელოვანი მხილების მასალით, უამრავი ფასეული ადამიანის წარმოჩენით და უკიდურესად შეზღუდული რესურსით, თავს მოვალედ ვთვლი, სრული მიუღებლობა გამოვხატო მსგავსი თავდასხმების მიმართ.

ახლაც დარწმუნებული ვარ ერთობის, ალიანსის აუცილებლობაში და ყალბ ერთობად მისი შეფასება საერთო ამოცანების ვერ გააზრებად მიმაჩნია. იმედს ვიტოვებ, რომ პირადი ამბიციები და ინტერესები არ აღმოჩნდება საერთო ბრძოლისთვის დამანგრეველი და ჩემი მხრივ, მზაობას ვაცხადებ არაერთ დისკომფორტულ წევრთან თანამშრომლობაზე“, – წერს ხოშტარია.

სიახლეები

“დიახ, არ ვაღიარებ ამ ხელისუფლებას“ – ნიკა გვარამია

საკონსტიტუციო სასამართლოში, სადაც ოპოზიციური პარტიების გაუქმებასთან დაკავშირებული სარჩელის განხილვა მიმდინარეობს, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერს, ნიკა...

ოკუპ. ცხინვალის ე.წ. საგარეო სამინისტრო- EU-ს მოვუწოდებთ, უარი თქვას პოლიტიკურ შანტაჟზე

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრომ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის კაია კალასის განცხადება, რომელიც ასოცირების...

კანადა უკრაინას სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს

17 ნოემბერს კანადის ეროვნული თავდაცვის დეპარტამენტმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ კანადა უკრაინას სამხედრო...

ვახო სანაიამ მცხეთის იზოლატორი დატოვა

ვახო სანაიამ დღეს, 18 ნოემბერს, ერთთვიანი პატიმრობის შემდეგ მცხეთის იზოლატორი დატოვა. ჟურნალისტი ფეისბუკზე დაწერილი...