მთავარისიახლეებისაზოგადოებაშსს-მ პროსტიტუციის ხელშეწყობის და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით თბილისსა და ქუთაისში 14...

შსს-მ პროსტიტუციის ხელშეწყობის და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით თბილისსა და ქუთაისში 14 პირი დააკავა

Published on

შსს-მ პროსტიტუციის ხელშეწყობის და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით თბილისსა და ქუთაისში 14 პირი დააკავა, მათ შორის საქართველოს, ჩინეთისა და ტაილანდის მოქალაქეები.”შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, თბილისსა და ქუთაისში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული საპოლიციო ღონისძიების შედეგად, პროსტიტუციის ხელშეწყობისა და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით14 პირი დააკავეს და 9 ობიექტი დალუქეს.
დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე, ჩინეთისა და ტაილანდის მოქალაქეები.
სამართალდამცველების მიერ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ათეულობით კომპლექსური საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა, მათ შორის ფარული აუდიო და ვიდეო ჩაწერა, რის საფუძველზეც ბრალდებულების დანაშაულებრივი საქმიანობა დასტურდება.
გამოძიებით დადგინდა, რომ ობიექტების მფლობელები და ადმინისტრატორები მათ განკარგვაში არსებულ ფართებში, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ასაქმებდნენ და ხელს უწყობდნენ პროსტიტუციაში. ისინი თბილისსა და ქუთაისში არსებულ ფართებს გარკვეული თანხის სანაცვლოდ პროსტიტუციისთვის სისტემატურად გადასცემდნენ.
მოპოვებული მტკიცებულებებით, ასევე, დგინდება, რომ ბრალდებულები პროსტიტუციაში ჩაბმულ ქალებს, კლიენტების მოძიებაშიც ეხმარებოდნენ, სანაცვლოდ კი მიღებული თანხის ნაწილს თავადაც იღებდნენ.
მოპოვებული მტკიცებულებით დასტურდება, რომ ობიექტების ძირითად შემოსავალს პროსტიტუციის ხელშეწყობით მიღებული თანხა წარმოადგენდა.
გამოძიება სსკ-ის 254-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით მიმდინარეობს, რაც 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ” – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში

სიახლეები

აკადემიკოსი, გიორგი ჩახუნაშვილი თავისუფალია

აკადემიკოსი, გიორგი ჩახუნაშვილი თავისუფალია - 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულმა პირველი კომენტარი მედიასთან რამდენიმე წუთის...

საქართველოში ამინდი უარესდება

19 და 20 სექტემბერს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდენელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია...

მოინანიეთ და აღიარეთ დანაშაული – კობახიძე აქციის დროს დაკავებულებს მიმართავს

ირაკლი კობახიძე აქციების დროს დაკავებულ ადამიანებს გარიგებას სთავაზობს - "ქართული ოცნების" პირობა ასეთია: "მოინანიეთ...

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს - მედია წერს, რომ არჩევნებში მონაწილე ათივე პარტია, მცირე გამონაკლისების...