მთავარისიახლეებიდიდი შვიდეულის სამიტზე ზელენსკი ტრამპს შეხვდა

დიდი შვიდეულის სამიტზე ზელენსკი ტრამპს შეხვდა

Published on

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, თავდაცვის მინისტრ რუსტემ უმეროვთან ერთად, აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს “დიდი შვიდეულის” სამიტის ფარგლებში შეხვდა.

“ყოველთვის მნიშვნელოვანია პოზიციების კოორდინირება” – დაწერა ზელენსკიმ X-ზე და შეხვედრის ფოტოები გამოაქვეყნა.

Kyiv Independent-ის ცნობით, შეხვედრა, რომელიც ზელენსკისა და ტრამპს შორის ბოლო ოთხი თვის განმავლობაში პირველია, დაახლოებით 30 წუთს გაგრძელდა.

ზელენსკის თქმით, G7-ის პარტნიორებმა საჰაერო თავდაცვის კუთხით უკრაინის დახმარებაზე შეთანხმებას მიაღწიეს და დაამატა, რომ ჯგუფის ყველა წევრი უკრაინის თავდაცვის გაძლიერებაზე იმუშავებენ.

მისი თქმით, საკითხი პირდაპირ ტრამპთანაც წამოაყენა და გამოთქვა იმედი, რომ უკრაინა ანტიბალისტიკური სისტემებისა და რაკეტების წარმოებისთვის ლიცენზიების მოპოვებას შეძლებს.

“ჩვენ კარგი შეხვედრა გვქონდა. მე [ზელენსკის] დღეს გვიან შევხვდები.” – განუცხადა ტრამპმა რეპორტიორებს და დაამატა, რომ რუსეთმა “შეთანხმება უნდა დადოს”.

სიახლეები

აკადემიკოსი, გიორგი ჩახუნაშვილი თავისუფალია

აკადემიკოსი, გიორგი ჩახუნაშვილი თავისუფალია - 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულმა პირველი კომენტარი მედიასთან რამდენიმე წუთის...

საქართველოში ამინდი უარესდება

19 და 20 სექტემბერს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდენელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია...

მოინანიეთ და აღიარეთ დანაშაული – კობახიძე აქციის დროს დაკავებულებს მიმართავს

ირაკლი კობახიძე აქციების დროს დაკავებულ ადამიანებს გარიგებას სთავაზობს - "ქართული ოცნების" პირობა ასეთია: "მოინანიეთ...

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს - მედია წერს, რომ არჩევნებში მონაწილე ათივე პარტია, მცირე გამონაკლისების...