მთავარისიახლეებიპოლიტიკაგრიგოლ ვაშაძე ზუგდიდში: ,,საქართველოს მოქალაქეს შია, საქართველოს მოქალაქე განწყობილია პროტესტის გრძნობით...

გრიგოლ ვაშაძე ზუგდიდში: ,,საქართველოს მოქალაქეს შია, საქართველოს მოქალაქე განწყობილია პროტესტის გრძნობით და საქართველოს მოქალაქეს ყელში ამოუვიდა დღევანდელი ხელისუფლება“

Published on

გაერთიანებული ოპოზიციის – "ძალა ერთობაშია"-ს პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე და ოპოზიციის სხვა ლიდერები სამეგრელოს რეგიონში შეხვედრებს განაგრძობენ.
 
ისინი, ამჯერად ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხის მოსახლეობას შეხვდნენ. ადგილობრივების თქმით, ძირითადი პრობლემა სოციალური საკითხები და ხელისუფლების მხრიდან სრული უყურადღებობაა.
 
„დეპუტატების 99% ყოველგვარი პოლიტიკური ლეგიტიმაცია და მორალური უფლება იყოს უზენაეს საკანონმდებლო ორგანში და მით უმეტეს იყოს დაკავებული მთავრობის შედგენა-დამტკიცებით დაკარგული აქვს.
 
მოკლედ რომ შევაჯამოთ, ქართველი ადამიანის, საქართველოს მოქალაქის დღევანდელი მდგომარეობა, ამის გამოხატვა შეიძლება სამი სიტყვით: საქართველოს მოქალაქეს შია, საქართველოს მოქალაქე განწყობილია პროტესტის გრძნობით და საქართველოს მოქალაქეს ყელში ამოუვიდა დღევანდელი ხელისუფლება“ -აცხადებს პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე.
 
რაც შეეხება გრიგოლ ვაშაძის გუსინდელ შეხვედრას ზუგდიდში,  დევნილთა დასახლებაში მცხოვრებ მოსახლეობასთან,  პრეზიდენტობის კანდიდატი პირველწყაროდან მოსმენილი ინფორმაციის საფუძველზე აცხადებს, რომ დაპირებების მიუხედავად მოუგვარებელია ბევრი  პრობლემა, რომელიც აქ მცხოვრებ ადამიანებს აწუხებთმათ შორისაა  წყლის პრობლემაც. 
 
,,აქ მცხოვრებლებს, რამდენიმე წელია სასმელი წყალი არ მიეწოდებათ და მათ წყლის მოსატანად რამდენიმე კილომეტრის გავლა უწევთ. 300 ოჯახი, დღეში რამდენჯერმე მოდის ტაძარში, ტაძრის ეზოში, რომ სასმელი წყალი მიიტანოს. 2015 წელს არის დასახლება დამთავრებული, აერიათ მგონი ერთმანეთში საკანალიზაციო და სასმელი წყლის მილები, რის შედეგადაც 300 ოჯახს არაერთხელ უწევთ ტაძრის ეზოში მოსვლა. ამაზე უნიჭო მავნე და არაპროფესიონალი მთავრობა საქართველოს არ ჰყოლია,“- აცხადებს გრიგოლ ვაშაძე.
 
 
გუშინწინ გრიგოლ ვასაძე ანაკლიის მოსახლეობას შეხვდა.  პრეზიდენტობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, რომ გამარჯვებისთანავე გამოიყენებს მის ხელთ არსებულ უფლებამოსილებას და ყველა რესურსს მოსახლეობის პრობლემების გადასაჭრელად.
 
 
 
 

სიახლეები

“როგორც ჩანს, არჩევნებში ჩასარევად ჩემმა კოსმოსურმა ლაზერებმა ამჯერად ვერ იმუშავა“ – ილონ მასკი

ილონ მასკმა, რომელიც აშშ-ის შუალედურ კონგრესის არჩევნებში რესპუბლიკელი კანდიდატების კამპანიებს აფინანსებდა, კენჭისყრის შედეგები შეაფასა."როგორც...

დღეს ამერიკელმა ხალხმა მკაფიო გზავნილი გაგზავნა – ობამა

დღეს ამერიკელმა ხალხმა მკაფიო გზავნილი გაგზავნა - მათ სურთ პოლიტიკა, რომელიც ადამიანებს აერთიანებს და...

ჩვენ არ ვეპატიჟებით პუტინს კიევში. ისინი 2022 წელს ჩვენთან დაუპატიჟებლად მოვიდნენ – ზელენსკი

„ჩვენ არ ვეპატიჟებით პუტინს კიევში. ისინი 2022 წელს ჩვენთან დაუპატიჟებლად მოვიდნენ. თუმცა, პუტინის კიევში მოწვევას...

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული მურთაზ ზოდელავა თავისუფალია

მურთაზ ზოდელავამ N12 პენიტენციური დაწესებულება დატოვა - საპატიმროდან გათავისუფლებული პოლიტიკოსი ამბობს, რომ "საკუთარ თავს...