მთავარისიახლეებისაზოგადოება14-დღიანი ძებნის შემდეგ მაშველებმა მტკვარში დაკარგული ავტომობილის მძღოლის ცხედარი იპოვეს

14-დღიანი ძებნის შემდეგ მაშველებმა მტკვარში დაკარგული ავტომობილის მძღოლის ცხედარი იპოვეს

Published on

14-დღიანი ძებნის შემდეგ მაშველებმა მტკვარში დაკარგული ავტომობილის მძღოლის, რაჟდენ ჩინჩალაძის ცხედარი იპოვეს:
“მეხანძრე-მაშველებმა 14-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად 2 ივნისს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს მდინარე მტკვარში გადავარდნილი ავტომობილის მძღოლის ცხედარი იპოვეს.
საძიებო სამუშაოები თბილისისა და რუსთავის მასშტაბით, მტკვრის სანაპიროებზე 24-საათიან რეჟიმში უწყვეტად მიმდინარეობდა. მასში ყოველდღიურად ჩართული იყო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 100-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი, მყვინთავთა ჯგუფები, შესაბამისი ტექნიკითა და სპეციალური აღჭურვილობით.
ცხედარი წყლიდან უკვე ამოსვენებულია და მიმდინარეობს შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები” – წერს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.

სიახლეები

პატრიარქ კირილის თქმით, რუსეთში ატომური ბომბის შექმნით “ღვთის მადლი და წყალობა გამოვლინდა”

სრულიად რუსეთის პატრიარქმა, კირილ I-მა რუსეთში ატომური ბომბის შექმნას "ღვთის მადლი და წყალობა" უწოდა...

შოვის ტრაგედიიდან 3 წელი გავიდა

3 წელი შოვის ტრაგედიიდან - 2023 წლის 3 აგვისტოს, შოვში ღვარცოფი მოვარდა. ტალახის უზარმაზარმა...

კიევზე ერთ-ერთი ყველაზე მძიმე კომბინირებული იერიშის შედეგები: 9 დაღუპული, ათეულობით დაჭრილი

1 აგვისტოს ღამეს რუსეთმა კიევზე ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სარაკეტო იერიში მიიტანა – უკრაინა დასავლეთს...

აფეთქება მოსკოვის რესტორანში, მსხვერპლი და დაჭრილები – რა მოხდა?

მოსკოვის ცენტრში მდებარე რესტორან Balzi Rossi-ში მომხდარი აფეთქების შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. რუსეთის ეროვნული...