მთავარისიახლეებიშსს ადასტურებს, შაბათის ეთერის ანონსში გასული კადრები ნამდვილობას და განცხადებას ავრცელებს

შსს ადასტურებს, შაბათის ეთერის ანონსში გასული კადრები ნამდვილობას და განცხადებას ავრცელებს

Published on

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, ტვ პირველის შაბათის ეთერში გასული, მოქალაქეების წამების ამსახველი კადრების ნამდვილობა. ამის შესახებ განცხადება შსს-მ დღეს 13 ივნისს გაავრცელა.

უწყების მტკიცებით, საქმე ეხება 2022 წლის ზაფხულში, აჭარის რეგიონში, ქობულეთში, მივლინებით მყოფი, იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის სამ თანამშრომელს, რომლებმაც ჩაიდინეს კადრებში ასახული დანაშაული.

შს სამინისტროს განცხადებიდან ირკვევა, რომ დანაშაული, რომელიც პოლიციელებმა ჩაიდინეს თითქმის 4 წლის განმავლობაში გამოუძიებელი იყო. კადრების ფიგურანტები, კი 2026 წლის 23 თებერვალს დააკავეს!

აღნიშნული დანაშაული გამოვლინდა მიმდინარე წლის თებერვლის თვეში საქართველოს შენაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ, საიდანაც გადაგზავნილი მასალების საფუძველზე დაიწყო გამოძიება და 2026 წლის 23 თებერვალს საქართველოს პროკურატურის მიერ სამივე პოლიციელი დაკავებულ იქნა ბრალდებულის სახით”,- ნათქვამია შს სამინისტროს განცხადებაში.

სიახლეები

რუსეთმა უკრაინაში კიევ-პეჩერის ლავრის მიძინების ტაძარი დაბომბა

რუსეთმა კიევზე ბალისტიკური რაკეტებით მორიგი იერიში მიიტანა და კიევ-პეჩერის ლავრის მიძინების ტაძარი დაბომბა, რომელიც...

შსს-მესტიაში დამატებით 76 ე.წ. მაინერი ამოვიღეთ

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მესტიის მუნიციპალიტეტში ჩატარებული ჩხრეკების შედეგად, დამატებით...

ერთიანი ეროვნული გამოცდები 2 ივლისს დაიწყება

2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები 2 ივლისს დაიწყება და 22 ივლისს დასრულდება. ინფორმაციას გამოცდების...

აშშ-სა და ირანს შორის „სამშვიდობო შეთანხმება“ მიღწეულია

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანთან შეთანხმება დასრულებულია. ტრამპმა Truth Social-ზე გამოაქვეყნა პოსტი,...