მთავარისიახლეებიპოლიტიკადავით ჭიჭინაძე ,,ახალ მამა '' ზაქარია ქუცნაშვილს და კოლექტიურ ზარდიაშვილებს უჩივის

დავით ჭიჭინაძე ,,ახალ მამა ” ზაქარია ქუცნაშვილს და კოლექტიურ ზარდიაშვილებს უჩივის

Published on

დეპუტატი დავით ჭიჭინაძე პარტია „ქართული ოცნებიდან“ გარიცხვის შესახებ პარტიის სამდივნოს გადაწყვეტილებას პოლიტსაბჭოში ასაჩივრებს, თუმც  პოლიტსაბჭოსთან წერილობით კომუნიკაციას არ გეგმავს და შესაბამისი განცხადებით მას მედიის საშუალებით მიმართავს.
 
„ჯერ არაფერი დამთავრებულა, ვინაიდან ვასაჩივრებ ამ გადაწყვეტილებას. როგორც მათ გამაგებინეს მასმედიის საშუალებით, ასევე, მასმედიის საშუალებით მიუვათ ჩემი განცხადებაც. წერილობით არავინ აპირებს მაგათთან საუბარს. პოლიტსაბჭოზე გამოჩნდება ყველას პოზიცია. ეს პროცედურა ასე არ არის, რომ ხუთმა კაცმა რაღაც გადაწყვიტა და მეექვსემ გახმოვანება მოინდომა – „ქართული დემოკრატიის“ ახალმა მამამ ზაქარია ქუცნაშვილმა და კოლექტიურმა ზარდიაშვილებმა… პოლიტსაბჭოს გადასაწყვეტია, როდის შეიკრიბებიან და განიხილავენ ამ საკითხს. რაც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობას, იქ ისედაც ვრჩები“, – განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.
 
დეპუტატის თქმით, პარტიაში მისი დარჩენის ან წასვლის საკითხზე არც პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილთან და არც პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან კომუნიკაცია არ ჰქონია და მათ არ მიუღიათ გადაწყვეტილება ჭიჭინაძის გარიცხვის შესახებ.
 
შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ სამდივნომ პარტიიდან დავით ჭიჭინაძის გარიცხვის გადაწყვეტილება მიიღო. გადაწყვეტილებას ხელს მოაწერა „ქართული ოცნების“ სამდივნოს ხუთივე წევრმა: კახა კალაძე, გენერალური მდივანი; ირაკლი კობახიძე, აღმასრულებელი მდივანი; გიორგი ვოლსკი, პოლიტიკური მდივანი; თამარ ჩუგოშვილი, საერთაშორისო მდივანი; დიმიტრი სამხარაძე, რეგიონული მდივანი. 

სიახლეები

TI- ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა 8 ახალი ავტომობილი შეიძინა, რაშიც გადასახადის გადამხდელთა ჯიბიდან 492 390 ლარი დახარჯა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა ბოლო ერთ წელიწადში 8 ახალი ავტომობილი შეიძინა, რაშიც გადასახადის გადამხდელთა ჯიბიდან 492...

აბაშაში საქართველოს ბანკში კაცი შეიჭრა და სანადირო თოფიდან გაისროლა-დაკავებულია ერთი პირი

სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ყაჩაღობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. შსს-ის ინფორმაციით, ბრალდებული მიმდინარე წლის...

მალანია შვილისთვის წარდგენილ ბრალს არ ეთანხმება

შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსანი ამბობს, რომ მისი შვილი უდანაშაულოა და სამართლებრივ ბრძოლას აანონსებს - ზაჰესის...

მალანიას ბრალი ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარების მუხლით წარედგინა

გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმიდან გამოყოფილ საქმეზე გიორგი მალანიას ბრალდება წარედგინა. შს მინისტრის ყოფილი...