მთავარისიახლეებიგალტ & თაგარტმა საქართველოს, იმერეთისა და სამეგრელოს ეკონომიკურ ტენდენციებზე ქუთაისში კონფერენცია გამართა

გალტ & თაგარტმა საქართველოს, იმერეთისა და სამეგრელოს ეკონომიკურ ტენდენციებზე ქუთაისში კონფერენცია გამართა

Published on

გალტ & თაგარტმა ქუთაისში ბიზნესის წარმომადგენლებისთვის კონფერენცია „ეკონომიკური ტენდენციები საქართველოში, იმერეთსა და სამეგრელოში“ გამართა. ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი იყო გალტ & თაგარტის მიგნებები საქართველოს ეკონომიკაში მიმდინარე პროცესების, მაკროეკონომიკური მოლოდინებისა და დასავლეთ საქართველოს ორი მნიშვნელოვანი რეგიონის – იმერეთისა და სამეგრელოს – ეკონომიკური განვითარების ტენდენციების შესახებ.
კონფერენციაზე გალტ & თაგარტის მთავარმა ეკონომისტმა, ლაშა ქავთარაძემ საქართველოს ეკონომიკის მიმოხილვა წარმოადგინა და 2026 წლის პროგნოზებზე ისაუბრა. გალტ & თაგარტი 2026 წელს საქართველოს ეკონომიკის 7%-იან ზრდას პროგნოზირებს და საქართველო ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ ეკონომიკად რჩება რეგიონში.
კონფერენციის მეორე ნაწილი იმერეთისა და სამეგრელოს ეკონომიკებს დაეთმო. წარმოდგენილი მონაცემების მიხედვით, იმერეთი საქართველოს ეკონომიკაში სიდიდით მესამე რეგიონია და ქვეყნის ეკონომიკის 7.7%-ს ქმნის, ხოლო სამეგრელოს წილი 5.5%-ს შეადგენს, რაც რეგიონს მეხუთე ადგილზე აყენებს.
გალტ & თაგარტის შეფასებით, იმერეთის ეკონომიკა ბოლო ათწლეულის განმავლობაში თითქმის გასამმაგდა და 2025 წელს 8.1 მილიარდ ლარს მიაღწია. რეგიონში ეკონომიკური აქტივობა არაერთ დარგზე, მათ შორის, მრეწველობაზე, სოფლის მეურნეობაზე, განათლებასა და უძრავ ქონებაზეა გადანაწილებული.
სამეგრელოს ეკონომიკაც სტაბილური ზრდით ხასიათდება. ბოლო ათ წელიწადში რეგიონის ეკონომიკა ასევე თითქმის სამჯერ გაიზარდა და 2025 წელს 5.8 მილიარდ ლარს მიაღწია. რეგიონში განსაკუთრებული მნიშვნელობა ტრანსპორტისა და მრეწველობის სექტორებს აქვს, რომლებიც ეკონომიკის დაახლოებით მესამედს ქმნის.
ღონისძიების ფარგლებში განხილული იყო ურბანიზაციის, უძრავი ქონების ბაზრისა და საინვესტიციო აქტივობის ტენდენციებიც.
გალტ & თაგარტის კვლევების შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად, ეწვიეთ ბმულს: https://galtandtaggart.com/ka/research

სიახლეები

ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა

საქართველოში ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა, ხოლო ლიტრი დიზელი...

აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ექნებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი...

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...