საქსტატის მონაცემებით, 2026 წლის აპრილში საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წლიურად 3.8 პროცენტით გაიზარდა – საქართველოს სტატისტიკის ეროვნული ბიუროს ცობით, აღნიშნული მაჩვენებელი წინა თვესთან შედარებით 1.1 %-ითაა გაზრდილი, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 3.8%-ით. მათ შორის: საცხოვრებელი სეგმენტის ინდექსი წინა თვესთან შედარებით გაიზარდა 0.5%-ით, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 1.1%-ით;არასაცხოვრებელი სეგმენტის ინდექსი
წინა თვესთან შედარებით გაიზარდა 0.05%-ით, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 5.9%-ით. სამოქალაქო სეგმენტის ინდექსი წინა თვესთან შედარებით გაიზარდა 2.2%-ით, ხოლო გასული წლის შესაბამის თვესთან შედარებით 5.7%-ით.საქსტატის ცნობით, 2026 წლის აპრილში, წინა თვესთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსის 1.1%-ით ზრდა ძირითადად, განპირობებული იყო ტრანსპორტირების, საწვავისა და ელექტროენერგიის ხარჯების კატეგორიის 6.4%-იანი ზრდით, რამაც 0.78% პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.”წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 3.8%-ით. ინდექსის ზრდა, უმეტესწილად, გამოწვეული იყო მშენებლობის დარგში ტრანსპორტირების, საწვავისა და ელექტროენერგიის ხარჯების კატეგორიის 12.7%-იანი მატებით და დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 2.2%-იანი ზრდით, რამაც შესაბამისად 1.61 და 1.5% პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში. ამასთან, 2022 წლის თებერვალთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 27.4%-ით“ – ნათქვამია საქსტატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში
2026 წლის აპრილში საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წლიურად 3.8 პროცენტით გაიზარდა
Published on