მთავარისიახლეებისაზოგადოებაოპოზიციის მნიშვნელოვანი ნაწილი, უფრო მეტად ჩემს ოპოზიციად გადაიქცა, ვიდრე ივანიშვილის - სააკაშვილი

ოპოზიციის მნიშვნელოვანი ნაწილი, უფრო მეტად ჩემს ოპოზიციად გადაიქცა, ვიდრე ივანიშვილის – სააკაშვილი

Published on

თუ ჩვენ მკაფიო, თავისუფალი, პროდუქტიული გადასვლა გვინდა ამ უბედურებიდან, ბედნიერი მომავლის მოდელისკენ, ყველამ ეგოზე მაღლა ქვეყნის ინტერესები უნდა დააყენოს, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.

მისი თქმით, თუ სახალხო ერთიანობა იქნება, „აუცილებლად დამარცხდება რეჟიმი“.

„ჩვენ უნდა გაგვიჩნდეს გამარჯვებულის ფსიქოლოგია, სამწუხაროდ, იმ ხალხს, მათ შორის ოპოზიციიდან, ვინც მე მაკრიტიკებს, ჩამოუყალიბდათ „ლუზერის“ ფსიქოლოგია, რომ არაფერი გვეშველება. შევარდნაძის დროსაც ასე იყო, გოგი თოფაძე იყო მაშინ პარტიის ლიდერი და იძახდა, რომ „შევარდნაძე ყოველთვის იქნება და სხვა უნდა მოვნახოთო“.

დღესაც, ხალხი ამბობს, რომ ესენი ისედაც იქნებიან, ამიტომ ოპოზიციის მნიშვნელოვანი ნაწილი, უფრო მეტად ჩემს ოპოზიციად გადაიქცა, ვიდრე ივანიშვილის ოპოზიციად და ეს სასაცილოა, მაგრამ მე არ მეცინება. ვიცი, რომ გისოსებს მიღმა მყოფი, ვერ შევძლებ, რომ ეს რეჟიმი მარტომ დავამარცხო. ამისათვის მე თავისუფალი გადაადგილება მჭირდება. თუ სახალხო ერთიანობა იქნება, მაშინ მე, ჩემს წვლილსაც შევიტან და აუცილებლად დავამარცხებთ ამ რეჟიმს.

თუ ჩვენ მკაფიო, თავისუფალი, პროდუქტიული გადასვლა გვინდა ამ უბედურებიდან, ბედნიერი მომავლის მოდელისკენ, ყველამ ეგოზე მაღლა ქვეყნის ინტერესები უნდა დააყენოს.

დრო გავა, ეგოები ჩაგიცხრებათ, ბევრი წავა, მაგრამ ბევრად მეტიც მოვა, მაგრამ ქვეყანა თუ დავკარგეთ მერე გარჩევები და ხელის ქნევები ძალიან გვიანი იქნება.

ჩვენი ამოცანა მარტივია, რომ საშუალება არ მივცეთ მთელი ქვეყანა დაამსგავსონ ივანიშვილის რაღაც ქაოსურ იდიოტურ ბანდას. შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ ყველა ერთმანეთს ჭამს და აღარ გვინდა ამის დანახვა. ეს შეკვეთას უფრო ჰგავს. ამიტომ, ჩვენი ამოცანაა, რომ ივანიშვილმა არ შეგვათრიოს თავის ბაზაზე…. მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. მინდა ყველა პოლიტპატიმარს ვუსურვო გამარჯვება“,- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

სიახლეები

პაპუაშვილის თქმით, პარლამენტის აკრედიტაციის სისტემაში ცვლილებები შედის

"ქართული ოცნების" პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის ცნობით, საქართველოს პარლამენტის აკრედიტაციის სისტემაში ცვლილებები შედის. პაპუაშვილმა...

ბათუმში განზრახ მკვლელობის ბრალდებით კაცი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აჭარაში განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით ერთი...

ფაშინიანის პარტიამ არჩევნებში ხმების 49.81% მიიღო

სომხეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული საბოლოო მონაცემების მიხედვით, პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის მმართველმა პარტიამ...

დაკავებულია წითელი ცირკულარით ძებნილი 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის...