მთავარისიახლეებიშსს- მესტიაში ჩხრეკების შედეგად, დამატებით 47 ე.წ. მაინერი ნივთმტკიცებად ამოვიღეთ

შსს- მესტიაში ჩხრეკების შედეგად, დამატებით 47 ე.წ. მაინერი ნივთმტკიცებად ამოვიღეთ

Published on

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მესტიის მუნიციპალიტეტში ჩატარებული ჩხრეკების შედეგად, დამატებით 47 ე.წ. მაინერი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

“გამოძიებით დგინდება, რომ აღნიშნული მოწყობილობების საშუალებით, ადგილობრივები დიდი რაოდენობით ელექტროენერგიის უკანონო და მართლსაწინააღმდეგო მოხმარებით, სისტემატურად ახდენდნენ ციფრული ვალუტის გენერირებას და არალეგალური შემოსავლების მიღებას.

სამართალდამცველები ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებენ საგამოძიებო მოქმედებებს, დანაშაულში მონაწილე სხვა პირების გამოვლენისა და მათ მიმართ შესაბამისი სამართლებრივი ღონისძიებების გატარების მიზნით” – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 229-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ცნობისთვის, შსს-მ 4 ივნისს განაცხადა რომ მესტიის მუნიციპალოტეტში, 6 სხვადახვა ადგილიდან 148 ე.წ მაინერი ამოიღეს.

ივანიშვილის წარმომადგენელმა, მამუკა მდინარაძემ 1 ივნისს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ოცნება იწყებს ენერგეტიკული სექტორისთვის დამაზიანებელი, არალეგალური ბიზნესსაქმიანობის წინააღმდეგ “ქმედითი ნაბიჯების გადადგმას”, რაც პირველ რიგში შეეხება სვანეთში, მესტიის მუნიციპალიტეტში “უკანონო კრიპტომაინინგის პროცესს”.

მდინარაძის თქმით, მესტიაში დაიწყება გამრიცხველიანების პროცესი, რაც აქამდე “სხვადასხვა წინააღმდეგობის გამო” ვერ ხერხდებოდა. ამასთან ერთად, ელექტროენერგია სვანეთში კვლავ უფასო იქნება “საჭირო მაქსიმალური რაოდენობის ფარგლებში”, რის ზემოთაც დაწესდება შესაბამისი ტარიფი.

სიახლეები

სასახლის ღობის საქმეზე დაკავებულ 7 პირს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდება

სასახლის ღობის საქმე - 15 პირიან ეპიზოდზე ბრალდებულების ნაწილს პროკურატურა საპროცესო შეთანხმებას უფორმებს. საპროცესო შეთანხმება...

საია: გახმაურებულ საქმეებზე გაუთქმელობის ვალდებულება საფრთხეს უქმნის მართლმსაჯულების გამჭვირვალობას

საია გახმაურებულ სისხლის სამართლის საქმეებზე გაუთქმელობის ვალდებულების დაკისრების პრაქტიკის შესახებ შეფასებას აკეთებს. “ახალგაზრდა იურისტთა“ ასოციაციის...

აშშ-ს წარმომადგენელთა პალატამ უკრაინის დახმარების კანონპროექტს მხარი დაუჭირა

4 ივნისს აშშ-ს წარმომადგენელთა პალატამ მიიღო კანონპროექტი, რომელიც უკრაინისთვის დახმარების გაწევასა და რუსეთის წინააღმდეგ...

ოთხიდან ორ მედიკამენტთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებულია – ზაქრო გვიშიანი

დიშენით დაავადებული ბავშვების მშობლები ამბობენ, რომ გამარჯვება მიაღწეულია - ოთხიდან ორ მედიკამენტთან დაკავშირებით გადაწყვეტილება...