მთავარისიახლეებიპოლიტიკაგრიგოლ ვაშაძე ქალაქ ზუგდიდში, დევნილთა დასახლებაში არსებულ პრობლემებს გაეცნო

გრიგოლ ვაშაძე ქალაქ ზუგდიდში, დევნილთა დასახლებაში არსებულ პრობლემებს გაეცნო

Published on

გაერთიანებული ოპოზიციის ''ძალა ერთობაშია'' პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე და გაერთიანების სხვა ლიდერები დღეს, ქალაქ ზუგდიდში, დევნილთა დასახლებაში არსებულ პრობლემებს გაეცნენ. 
 
„წლებია აქ მცხოვრები მოქალაქეების ძირითად წუხილს სასმელი წყლის არ არსებობა წარმოადგენს, მათ ყოველდღიური საჭიროებისთვის, წყლის მოსატანად რამოდენიმე კილომეტრის გავლა უწევთ, გარდა ამისა დასახლებაში კანალიზაციის მწვავე პრობლემაა და სავალი გზის არ არსებობა. მრავალი დაპირების მიუხდავად, ხელისუფლება ამ პრობლემების გადასაჭრელად არაფერს აკეთებს“, – ნათქვამია გაერთიანებული ოპოზიციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 
 
პრეზიდენტობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, რომ გამარჯვებისთანავე გამოიყენებს მის ხელთ არსებულ უფლებამოსილებას და ყველა რესურსს დევნილების პრობლემების გადასაჭრელად.

სიახლეები

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 4 სკოლა სასწავლო პროცესს მეორე ცვლაში, სხვა სკოლებში აგრძელებს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის  რამდენიმე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა და  მათი გადაყვანა მოხდა უახლოეს ტერიტორიაზე...

რომ არ ყოფილიყო ნია იმნაძე, არ მოხდებოდა დანაშაული და გიგა ავალიანი ცოცხალი იქნებოდა – პროკურორი

საქმეში უდავო გარემოებაა, რომ ნია იმნაძემ რეალურად შეატყობინა თავის შეყვარებულს, ალექსანდრე გაბაშვილს, მასწავლებლის მხრიდან,...

„ხალხის ძალას” ივანიშვილის ახლო წრე აფინანსებს – TI

„ხალხის ძალას“ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ახლო წრე აფინანსებს - ინფორმაციას „საერთაშორისო...

ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაში მონაწილეობის მისაღებად ნიუ-იორკში ჩავიდა. პრეზიდენტის თქმით, ნიუ-იორკში სულ...