მთავარისიახლეებისაზოგადოებასაუბარი იყო იმაზე, რომ ეფექტურია ეს მედიკამენტები-დიუშენის დაავადების მქონე ბავშვების მშობლები კობახიძეს...

საუბარი იყო იმაზე, რომ ეფექტურია ეს მედიკამენტები-დიუშენის დაავადების მქონე ბავშვების მშობლები კობახიძეს შეხვდნენ

Published on

“დეტალურად გადავეცით ჩვენ ინფორმაცია მედიკამენტებთან მიმართებაში, მიმდინარე პროცესებთან მიმართებაში, იმასთან დაკავშირებით… ჩვენ პოზიტიურად ვართ განწყობილი რადგანაც ძალიან საჭირო და შინაარსიანი კითხვები იყო პრემიერის მხრიდან. გავცვალეთ ინფორმაციები. ჩვენ შევთანხმდით იმასთან დაკავშირებით, რომ შეიქნება სამუშაო ჯგუფი ფორმატი, ჩვენ დაახლოებით მაქსიმუმ ზეგ ისევ შევხვდებით და ცალკეულ საკითხებს გავივლით, რაც დღეს ვერ მოხერხდა… პასუხი გაეცა იმასაც, რომ ბუნებრივია არაერთი მედიკამენტი, რომელიც აღიარებულია ევროპაში, ასევე ამერიკაში და ბოლოს დიდმა ბრიტანეთმაც აღიარა მედიკამენტები, ამასთან მიმართებაში გაიცვალა ინფორმაციები…
აღარ იყო საუბარი უსაფრთხოებაზე, საუბარი იყო იმაზე, რომ ეფექტურია ეს მედიკამენტები… გადაჭრით არცერთ მედიკამენტზე არ ყოფილა საუბარი, თუმცა ოთხივე მედიკამენტზე იყო საუბარი, რა გზებით შეიძლება აწარმოოს საზოგადოებამ მოლაპარაკებები… დღევანდელ შეხვედრაში ვერ იქნებოდა ვერცერთი გადაწყვეტილება მიღებული, თუმცა დაიწყო ეს პროცესი. მივესალმებით თითოეული მშობელი და ორგანიზაცია ამ პროცესის დაწყებას. მოგვისმინეს ბოლომდე ბუნებრივია, პრობლემის გადაჭრის ერთადერთი გზა არის კომუნიკაცია, შესაბამისად შედგა ეს კომუნიკაცია და გაგრძელდება სამუშაო ფორმატი და დარწმუნებული ვართ მშობლები, რომ მაქსიმალურად უახლოეს პერიოდში იქნება ჩვენთვის სასარგებლო გადაწყვეტილება მიღებული.
დაპირების ფორმა არ ქონია და ვერც ექნებოდა, ამის მოლოდინი არ გვქონია ჩვენ და არც ამის განწყობა, რომ ჩვენ დაპირებით და კონკრეტული გადაწყვეტილებით გამოვიდოდით ამ შეხვედრიდან, თუმცა რაც ვთქვი ეს იყო მართლაც იმედის მომცემი შეხვედრა, რაც აქამდე გვქონია ჩვენ… რაც შეეხება ღამის თევას და ამ ფორმატში გაგრძელებას ჩვენ დავილაპარაკებთ მარტო ჩვენ ვერ მივიღებთ გადაწყვეტილებას… ეს იყო იმედის მომცემი. შემდეგი შეხვედრა იქნება კონკრეტიზაცია იმ საკითხების, რაც მედიკამენტის შემოტანას შეეხება” – დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლებმა ირაკლი კობახიძესთან შეხვედრასთან დაკავშირებით. მათივე თქმით, მომდევნო შეხვედრა ზეგ გაიმართება.

სიახლეები

თევზი 20%-ით, ხორცი 10%-ით, პური 7%-ით გაძვირდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის მაისში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.3%-ით გაიზარდა,...

საჯარო სკოლების II-VI კლასის მოსწავლეები სასკოლო ფორმებს მიმდინარე წლის ბოლოს, ნოემბერ-დეკემბერში მიიღებენ

საჯარო სკოლების II-VI კლასის მოსწავლეები სასკოლო ფორმებს მიმდინარე წლის ბოლოს, ნოემბერ-დეკემბერში მიიღებენ - განაცხადა...

ნატოს გენერალური მდივანი მარკ რუტე კიევში ჩავიდა

ნატოს გენერალური მდივანი მარკ რუტე კიევში ჩავიდა - ინფორმაციას უკრაინული მედია რკინიგზის განცხადებაზე დაყრდნობით...

დაიცავი ილიაუნი-ს მარათონში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის 2 მილიონი ლარი შეგროვდა

დაიცავი ილიაუნი-ს მარათონში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის 2 მილიონი ლარი შეგროვდა - ინფორმაციას...