მთავარისიახლეებისაზოგადოებაინდოელი სტუდენტის მშობლების თქმით, ბინის მეპატრონემ მათი შვილი ოთახში გამოკეტა და 6...

ინდოელი სტუდენტის მშობლების თქმით, ბინის მეპატრონემ მათი შვილი ოთახში გამოკეტა და 6 500 დოლარი გამოსძალა

Published on

ინდოელი სტუდენტის მშობლების თქმით, მათ შვილს გაუჩინარებამდე კონფლიქტი ჰქონდა ბინის მეპატრონესთან და კიდევ ერთ პირთან, რომელთან ერთადაც მას ბინა ჰქონდა ნაქირავები. ისიც ინდოეთის მოქალაქეა. ოჯახის ინფორმაციით, შვილთან კონტაქტი თბილისის აეროპორტისკენ მიმავალ გზაზე გაწყდა და მას შემდეგ ვეღარ დაუკავშირდნენ. ისინი ამბობენ, რომ ბინის მეპატრონემ მათი შვილი ოთახში გამოკეტა და 6 500 დოლარი გამოსძალა. 23 წლის დვანიტ რაჯდიპის მშობლებთან ინტერვიუ რამდენიმე დღის წინ, ინდურმა მედიამ ჩაწერა. მაშინ სტუდენტი ჯერ კიდევ დაკარგულად ითვლებოდა:”ჩვენი მოთხოვნაა, რომ პოლიციამ ყველა ეჭვმიტანილი დააკავოს. ისინი მხოლოდ დაკითხეს და მალევე გაათავისუფლეს. ფსიქოლოგიური ძალადობის გარდა, მას ძარცვავდნენ. ჩემი შვილის ანგარიშიდან თანხაა გადარიცხული, რაც სწორედ ამ ზეწოლის შედეგია.” -“ბოლო 1 თვის განმავლობაში, იმ სახლში, სადაც ჩემი შვილი ცხოვრობდა, მას უამრავ პრობლემასთან უწევდა გამკლავება. ჩემს შვილს ქირაც გადახდილი ჰქონდა და დეპოზიტიც, თუმცა სულ რამდენიმე დღეში იქ მცხოვრებმა პირებმა მისი შევიწროება დაიწყეს. საჭმელს უჭამდნენ, ფულს ჰპარავდნენ და ტანსაცმელსაც კი უყრიდნენ. ამით შეწუხებულმა ჩემმა შვილმა სახლის დატოვება გადაწყვიტა. სხვაგან ნახა ოთახი და იქ
უნდა გადასულიყო. ჩემმა შვილმა სახლის მფლობელს, სახელად ანილს დეპოზიტი მოსთხოვა და უარი მიიღო. შემდეგ ანილმა ჩემ შვილს უთხრა, რომ თითქოს მან სახლის კარი დააზიანა და უფრო მეტი უნდა გადაეხადა. ჩემმა შვილმა ჯერ უარი თქვა, თუმცა ოთახში გამოკეტეს და იქიდან დაარეკინეს ჩემთან. მესმოდა როგორ აყენებდნენ შეურაცხყოფას. საბოლოოდ თანხა მივეცით. ჩემი შვილი
იმდენად იყო შეშინებული, რომ ვუთხარი ინდოეთში დაბრუნებულიყო, ბილეთი ვუყიდე. მეუბნებოდა, რომ აეროპორტისკენ გზაზე იყო, როდესაც მასთან კომუნიკაცია გაწყდა. ტელეფონს აღარ უპასუხია” – ამბობს მამა ინდურ მედიასთან. [ფორმულა] ამბობს დედა, დჰარმიშთა რაჯდიპი.23 წლის სტუდენტის, დვანიტ რაჯდიპის ცხედარი მტკვარში გუშინ ნახეს. ახალგაზრდას 14 მაისის შემდეგ ეძებდნენ. გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო , რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს

სიახლეები

REUTERS-ის წყაროების ცნობით, პენტაგონმა ბალტიისპირეთის ქვეყნებს მოუწოდა, რუსეთთან დაკავშირებით რიტორიკა შეარბილონ

პენტაგონის მაღალჩინოსნებმა ბოლო კვირების განმავლობაში NATO-ს რამდენიმე ქვეყანას სთხოვეს, შეარბილონ თავიანთი რიტორიკა რუსეთის მხრიდან...

მეც კი არ ვიცოდი ამ კანონპროექტის შესახებ. ეს არ არის განსაკუთრებული მნიშვნელობის კანონპროექტი -კობახიძე კაზინოებზე

„დიდი ფული თუ სადმე შემოვა, შევა სახელმწიფო ბიუჯეტში. ინიციატორები ჰყავს ამ კანონპროექტს. ეს არ...

გადაწყვეტილებას იღებს სემეკი და ჩვენ ყველა ვალდებული ვართ დაველოდოთ სემეკის გადაწყვეტილებას-კობახიძე გაზის ტარიფის მომატებაზე

 „გადაწყვეტილებას იღებს სემეკი და ჩვენ ყველა ვალდებული ვართ დაველოდოთ სემეკის გადაწყვეტილებას. ეს არ არის...

ვგმობთ ქართული ოცნების მცდელობას, აკრძალოს 5 ოპოზიციური პარტია საკონსტიტუციო სასამართლოს მეშვეობით – ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტი

„ვგმობთ ქართული ოცნების მცდელობას, აკრძალოს 5 ოპოზიციური პარტია საკონსტიტუციო სასამართლოს მეშვეობით“  ნათქვამია ნორვეგიის ჰელსინკის...