მთავარისიახლეებიგორში, პოლიციელების მიერ ნაცემი კაცი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს - როგორია მისი...

გორში, პოლიციელების მიერ ნაცემი კაცი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს – როგორია მისი მდგომარეობა

Published on

პაპუნა ლოცულაშვილი, კაცი, რომელიც პოლიციელებმა გორში ჯგუფურად სცემეს, გვიან ღამით თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს.

როგორც რამდენიმე წუთის წინ კლინიკის ექიმმა მედიას განუცხადა, პაპუნა ლოცულაშვილი თავდაპირველად „ვივამედის“ კლინიკიდან თავისი ნებით გაეწერა, შემდეგ კი მისი მდგომარეობა გაუარესდა და კვლავ კლინიკაში გადაყვანა გახდა საჭირო.

ნაცემ კაცს ამ ეტაპზე კვლევები უტარდება.

„პაციენტი იმყოფებოდა „ვივამედის“ კლინიკაში, სადაც მას ჩაუტარდა კვლევები, მაგრამ პაციენტმა უარი განაცხადა სტაციონარში დარჩენაზე, გაეწერა ბინაზე. ბინაზე ყოფნისას მისი მდგომარეობა შედარებით გაუარესდა. ჩვენთან უტარდება კვლევები და კვლევებიდან გამომდინარე მივიღებთ გადაწყვეტილებას პაციენტი მოთავსდება სტაციონარში თუ გაეწერება ბინაზე. ტვინის შერყევა ამ ეტაპზე კომპიუტერული ტომოგრაფიით არ დადასტურებულა“,- განაცხადა მანანა ლობჟანიძე.

ადვოკატ ლაშა ტყეშელაძის თქმით, გუშინ გვიან ღამით, პაპუნა ლოცულაშვილს სახლში თავის ძლიერი ტკივილები ჰქონდა, რის შემდეგად გული წაუვიდა. სწორედ ამის შემდეგ გამოიძახეს სასწრაფო დახმარება და ნაცემი კაცი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში იქნა გადაყვანილი.

სიახლეები

19-20 სექტემბერს ზუგდიდის თანამედროვე ხელოვნების ფესტივალი „F5“ გაიმართება

19-20 სექტემბერს ზუგდიდის თანამედროვე ხელოვნების ფესტივალი „F5“ გაიმართება. მასში ქართველი პოეტები, მწერლები, რეჟისორები, კინომცოდნეები...

საქართველოში ბოლო ერთ კვირაში საწვავი 10 თეთრამდე , დიზელი 16 თეთრამდე გაძვირდა

საქართველოში ბოლო ერთ კვირაში საწვავი 10 თეთრამდე , დიზელი 16 თეთრამდე გაძვირდა - ინფორმაციას...

რეალური ტელეფონის ნაცვლად თაბაშირისგან დამზადებული ტელეფონებს ალომბარდებდა – დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, არაერთგზის ჩადენილი თაღლითობის, თაღლითობის...

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების „ლინდსი გრემის კანონპროექტი“ მიიღო

ისტორიული გადაწყვეტილება მიღებულია - შეერთებულ შტატებში რუსეთის წინაააღმდეგ, ახალი, ყველაზე მძიმე სანქციების შემოღებას დაუჭირეს...