მთავარისიახლეებიგორში მომხდარი ძალადობის ფაქტზე POG-მა 6 პოლიციელი დააკავა

გორში მომხდარი ძალადობის ფაქტზე POG-მა 6 პოლიციელი დააკავა

Published on

პროკურატურამ გორში პოლიციელების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე ექვსი პირი დააკავა.

“შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს მიერ, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციასთან კოორდინაციით ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2026 წლის 27 მაისს, ქალაქ გორში, ბრალდებულებმა დაზარალებულის დაკავებისას, ძალადობით გადაამეტეს სამსახურებრივ უფლებამოსილებას. განხორციელებული ძალადობის შედეგად, არსებითად დაირღვა დაზარალებულის უფლებები, ამასთან დაზიანდა მისი ჯანმრთელობა.

უმოკლეს ვადაში ჩატარებული გამოძიების შედეგად მოპოვებულ მტკიცებულებათა საფუძველზე, ბრალდებულები 28 მაისს დააკავეს. მათ ბრალდება კანონით განსაზღვრულ ვადაში, სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, ჩადენილი ძალადობით) წარედგინებათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, საზოგადოებას პერიოდულად მივაწვდით ინფორმაციას გამოძიების მიმდინარეობის შესახებ.” – წერია უწყების განცხადებაში.

ცნობისთვის, 27 მაისს, ქართლის ამბებმა გაავრცელა ვიდეო, სადაც ჩანს როგორ ძალადობენ ჯგუფურად პოლიციელები მოქალაქეზე, სავარაუდოდ, მისი დაკავების დროს.

სიახლეები

19-20 სექტემბერს ზუგდიდის თანამედროვე ხელოვნების ფესტივალი „F5“ გაიმართება

19-20 სექტემბერს ზუგდიდის თანამედროვე ხელოვნების ფესტივალი „F5“ გაიმართება. მასში ქართველი პოეტები, მწერლები, რეჟისორები, კინომცოდნეები...

საქართველოში ბოლო ერთ კვირაში საწვავი 10 თეთრამდე , დიზელი 16 თეთრამდე გაძვირდა

საქართველოში ბოლო ერთ კვირაში საწვავი 10 თეთრამდე , დიზელი 16 თეთრამდე გაძვირდა - ინფორმაციას...

რეალური ტელეფონის ნაცვლად თაბაშირისგან დამზადებული ტელეფონებს ალომბარდებდა – დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, არაერთგზის ჩადენილი თაღლითობის, თაღლითობის...

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების „ლინდსი გრემის კანონპროექტი“ მიიღო

ისტორიული გადაწყვეტილება მიღებულია - შეერთებულ შტატებში რუსეთის წინაააღმდეგ, ახალი, ყველაზე მძიმე სანქციების შემოღებას დაუჭირეს...