მთავარისიახლეებიპოლიტიკა"ეს არის ბრძოლის ველიდან გაქცევა, იმიტომ რომ მას არ უნდა 2020 წლის...

“ეს არის ბრძოლის ველიდან გაქცევა, იმიტომ რომ მას არ უნდა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იწვნიოს მარცხი”- ბაჩუკი ქარდავა ივანიშვილზე [Video]

Published on

გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატს ანაკლიაში იმ პოლიტიკური სუბიექტების წარმომადგენლებიც ახლდნენ, რომლებიც პოლიტიკურ ბლოკში არიან გაერთიანებული. ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე ბაჩუკი ქარდავა ამბობს, რომ მთავარი წარმატება არის ერთიანობა ოპოზიციურ პარტიებს შორის.
„ყველაზე მთავარი რესურსი, რომლის მოძებნაც ჩვენ მოვახერხეთ, ეს არის ერთობა, ეს არის არამარტო პოლიტიკური, არამედ სხვა რეალობა, ჩვენ გავაერთიანეთ არა მარტო პოლიტიკური ძალები, არამედ  საზოგადოებრივი ჯგუფები, ცალკეული პიროვნებები, რომელსაც ქართველი ხალხი უსმენს და აინტერესებს მათი მოსაზრებები ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით. მთავარი წარმატების დამაგვირგვინებელი ფაქტორი აღმოჩნდა ის, რომ გრიგოლ ვაშაძემ მიიღო გადაწყვეტილება  მიეღო საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა. „- განაცხადა ბაჩუკი ქარდავამ. მან ასევე ისაუბრა ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუზე და არნიშნა, რომ ის აუცილებლად დამარცხდება ამ არჩევნებში:
„გუშინ ბიძინა ივანიშვილმა  ისე ილაპარაკა, თითქოს  ამ საპრეზიდენტო არჩევნებისთვის  მნიშვნელობა არ მიენიჭებინა. ეს არის ბრძოლის ველიდან გაქცევა, იმიტომ რომ მას არ უნდა 2020 წლის საპარლამენტო  არჩევნების წინ იწვნიოს მარცხი და საზოგადოებას უნდა უთხრას  რომ საპრეზიდენტო არჩევნებს გადამწყვეტი მნიშვნელობა არა აქვს. ჩვენ გეუბნებით რომ აქვს, იმიტომ რომ ჩვენ ამ არჩევნებში აუცილებლად გავიმარჯვებთ და ჩვენი ამოცანაა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების კვალდაკვალ ხელისუფლება შევცვალოთ, იმიტომ რომ ცვლილებები ქვეყანაში აუცილებელია, იმიტომ რომ სევაჩეროთ უკუსვლა და წავიდეთ  წინ, განვითარებისკენ.“- აღნიშნა ქარდავამ
 

სიახლეები

კობახიძე ურსულა ფონ დერ ლაიენს, ანტონიუ კოშტას და რობერტა მეცოლას ღია წერილით მიმართავს

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე "ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ღია წერილით მიმართავს...

შიო III დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლებს შეხვდება

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვის მშობელმა, თაკო გოგოლაძემ, TV პირველის ეთერში განაცხადა, რომ საპატრიარქოდან...

საოკუპაციო ძალების მიერ გიგა გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან 10 წელი გავიდა

საოკუპაციო ძალების მიერ გიგა ოთხოზორიას სასტიკი მკვლელობიდან 10 წელი გავიდა. 2016 წლის 19 მაისს 30...

მოძრაობა პროტესტSHE 26 მაისს ოპოზიციის ალიანსის აქციას შეუერთდება

მოძრაობა პროტესტSHE 26 მაისს ოპოზიციის ალიანსის აქციას შეუერთდება - ამის შესახებ განცხადება მათ პარლამენტთან...