მთავარისიახლეებისაზოგადოებაპრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე ზუგდიდში იმყოფება

პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე ზუგდიდში იმყოფება [Video]

Published on

საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე ზუგდიდში იმყოფება . აქედან იწყებს იგი აქტიურ საარჩევნო კამპანიას, რომლის ფარგლებშიც სამეგრელოს შემდეგ  სხვა რეგიონების მოსახლეობასთანაც უახლოეს ხანში გეგმავს შეხვედრებს.
 
პრეზიდენტობის კანდიდატმა  სამეგრელოსკენ მატარებლით იმგზავრა .მასთან ერთად, გაერთიანების სხვა ლიდერებმაც იმგზავრეს. გრიგოლ ვაშაძე მგზავრებს გაესაუბრა და მათგან პირადად მოისმინა პრობლემების შესახებ ინფორმაცია.
 
საპრეზიდენტო კანდიდატი დღეს ანაკლიაში ჩავიდა. შემდეგ კი რეგიონის სხვა ქალაქებს ეწვევა.  ჯერ  გზაში, მატარებელში  და შემდეგ ზუგდიდის ქუჩებში  გრიგოლ ვაშაძის მიმართ ყოველ ნაბიჯზე  ვლინდებოდა განსაკუთრებული სიმპათიები და ინტერესი მოსახლეობის მხრიდან. 
 
 
 
დღეს საღამოს იგი ანაკლიაში გამართავს ოფიციალურ შეხვედრას მოსალეობასთან და  არსებული პრობლემებისა და გამოწვევების დაძლევისა და ქვეყნის განვითარების მისეული  ხედვის პრეზენტაციას, თუმცა ძალიან მოკლედ.   
 
იგი მედიასთან საუბარში თავად განმარტავს, რატომ არჩია ვრცელ პრეზენტაციას ხალხის მოსმენა: „სამეგრელო არის ის, საიდანაც საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა დაიწყო და სადაც, ალბათ, ჩემი მოკრძალებული აზრით, ყველაზე უფრო სახელმწიფოებრიობად მოაზროვნე ხალხი ცხოვრობს. მინიმუმს ვაპირებ ლაპარაკს, უფრო მოსმენას ვაპირებ, იმიტომ რომ იმდენი სოციალური, ეკონომიკური პრობლემაა დაგროვილი, იმდენი გასაჭირია და იმდენი სათქმელი აქვთ ჩვენ თანამემამულეებს სამეგრელოში, რომ ჯობს, ყველა პოლიტიკოსი გაჩუმდეს და მოუსმინოს,“ – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
 
„ერთადერთი, რაც ჩვენ შეგვიძლია, დავუპირისპიროთ ივანიშვილს, დავუპირისპიროთ ქართულ ოცნებას, ეს არის პოზიტიური კამპანია, ეს არის მართლაც საქართველოს მომავალზე ორიენტირებული კამპანია,“ – აცხადებს ა ახალი საქართველოს თავმჯდომარე, გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, გიორგი ვაშაძე 
 
„საქართველოს პრეზიდენტი უნდა იყოს თითოეული ადამიანის, საქართველოში მცხოვრები ადამიანის უფლებადამცველი, თითოეული ადამიანის უფლება უნდა დაიცვას იმიტომ, რომ ბევრი უფლებადარღვეული ადამიანი გვყავს ჩვენ. მეორე, საქართველოს პრეზიდენტი უნდა იყოს საქართველოს სახე, რომელმაც უნდა წარმოადგინოს საქართველო საზღვარგარეთ, მათ შორის, ინვესტორებთან,“ – განაცხადა ვაშაძემ.
 
 
 
გიორგი ვაშაძის თქმით, საპრეზიდენტო კანდიდატი პირველივე ტურში უნდა გაირკვეს და მეორე ტური საჭირო არ უნდა გახდეს.
 
„საქართველოში არჩევნები არის ერთ დღეს და ჩვენ ყველა უნდა გავერთიანდეთ, თუ ვფიქრობთ, რომ ქვეყანა გადასარჩენია და უნდა გამოვაცალოთ ამ ადამიანს ხელიდან… ჩვენ პირველ ტურში უნდა მოვუგოთ ქართულ ოცნებას. ეს დაპირისპირება რეალურად იქნება გაერთიანებული ოპოზიციის ძალა ერთობაშია კანდიდატს, გრიგოლ ვაშაძეს და ქართული ოცნების კანდიდატს შორის,“ – აცხადებს  გიორგი ვაშაძე
 
 
 
 

სიახლეები

თოვლი, ნისლი, ქარბუქი – საქართველოში ამინდი უარესდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 17 იანვარს დასავლეთ საქართველოში, ხოლო 18 იანვრიდან 20 იანვრის დილამდე...

რადიკალური ფაშისტური დაჯგუფებების 16 წევრი დააკავეს, მათ შორის, 10 არასრულწლოვანია

რადიკალური ფაშისტური დაჯგუფების 16 წევრი დააკავეს, რომლებიც განსაკუთრებული სისასტიკით ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალადობდნენ სხვადასხვა...

მსოფლიოში ყველაზე სახიფათო რამ უკრაინაში პუტინის ომია- უიკერი

ჩვენ სახიფათო პერიოდში ვცხოვრობთ. მთელ მსოფლიოში, ამ ნახევარსფეროში, ევროპაში, ინდო-წყნარ ოკეანეთში არაერთი დაძაბულობის კერაა,...

დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე ირაკლი კობახიძე წელსაც არ მიიწვიეს

"ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დავოსის ეკონომიკურ ფორუმს არც წელს დაესწრება. ამის შესახებ ინფორმაციას BM.GE...